ისევ სამხრეთის ქარები ქრიან, ისევ მტანჯავენ გულის წნევები. ვიცი, მიმსხვერპლებს ადრე თუ გვიან მჩქეფარე სისხლის მიმოქცევები.
ქრიან ქარები, უღმერთოდ ქრიან ქარბორბალები, ცამდე ხვეული. ო..., ქრიან, მაგრამ არაფერს ცვლიან, ისევ მარტო ვარ, ისევ ეული,
არადა, თითქოს რამდენჯერ ვცადე, რომ ავყოლოდი ქროლვაში ქარებს. მივდევდი (როგორც ოცნებებს) ცამდე, ზღვასა თუ ხმელზე, ოთხივე მხარეს,
მაგრამ ტყუილად! ო..., მე სულელი, მივხვდი, თუმც მივხვდი ძალიან გვიან, რომ ეს ქარები, უსუსურები, ვერაფერს ცვლიან, უბრალოდ ქრიან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. არ დებთ თქვენს ახალ ნაწერებს. წავიკითხავ ძველებს;) არ დებთ თქვენს ახალ ნაწერებს. წავიკითხავ ძველებს;)
7. მომნატრებია შენი ლექსები მომნატრებია შენი ლექსები
6. :) მადლობა! :) მადლობა!
5. :) მადლობა! :) მადლობა!
4. სიყვარულისთვის მადლობა, მაგრამ ისემც შენ რა გითხარი. :) ეს ლექსი ნორმალურია. ჩემი აზრით ბოლო სტროფს უჭირს. ქარები ყველაფერს ცვლიან. არაა აუცილებელი გაიზიარო, მაგრამ ნურც ინსულტს უსურვებ თავს. ეგრეც არ მემეტები. სიყვარულისთვის მადლობა, მაგრამ ისემც შენ რა გითხარი. :) ეს ლექსი ნორმალურია. ჩემი აზრით ბოლო სტროფს უჭირს. ქარები ყველაფერს ცვლიან. არაა აუცილებელი გაიზიარო, მაგრამ ნურც ინსულტს უსურვებ თავს. ეგრეც არ მემეტები.
2. მიყვარს დაკვირვებული ადამიანები :) დაახლოებით 15 წუთი დამჭირდა მისახვედრად მიყვარს დაკვირვებული ადამიანები :) დაახლოებით 15 წუთი დამჭირდა მისახვედრად
1. 147+210= 357 ! 147+210= 357 !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|