ყინვის მათრახით გაშოლტილ ღამეს ნაზად აკოცებს ნათელი თავზე; სულს შეუბერავს, წამოშლის ქარებს, თმას გაუშლის და შემოსავს აზრებს. ზამთრის მზეებით ამივსებს ამბარს, ღვინის შხეფებით მოხატავს პარმაღს, ბებერ ხურმის ხეს მოურთავს კაბას, აახმიანებს წვრილშვილით სახლ-კარს. სითეთრე თოვლის ამძაფრებს განცდას, ბარდნალა ფიფქი მიყვება ზღაპარს; წამწამის ჩრდილში მოსახლე ნისლი კაბის კალთაზე გამობმულ ბავშვს ჰგავს. იისფერ სიზმრებს აცოცხლებს ცხადში, ანგელოზი რომ ფეხს იბანს წყალში; შიშველ ტოტებზე ჩამომსხდარ ჩიტებს მზეს ასტუმრებს და მიართმევს სხივებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|