 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: იუმორისტული 24 იანვარი, 2021 |
ლონდონი და პარიზი და ჰავანა და ზუგდიდი, მახსოვს, პატარაობისას ზაფხულს როგორ ვუცდიდი, ერთი გოგო შემიყვარდა, როგორც ნაპოს ჟოზეფინა, გულზე-ჯავრი, თვალზე-ბინდი უნებლიედ მომეფინა, არაერთი გამეცვითა განწყობა და ნიღაბი, მახსოვს მისი ღიმილი და თვალ-წარბი და ნიკაპი, მისთვის უცნობ ავტორთაგან ლექსებს ჩუმად ვიწერდი, მაინვ ვერ ვიჩაიკოვსკე, მაინც ვეღარ ვივერდე, ბოლოს თავად გადავწყვიტე სტრიქონების აკინძვა, ვინძლო, ასე ირჯებოდა ღამ-ღამობით ტაბიძე, ლონდონი და პარიზი და ზუგდიდი და ჰავანა, მახსოვს ყველა ლოკაცია, ადგილი და სავანე, მახსოვს ყველა შებინდება, მახსოვს ყველა რიჟრაჟი, მირაჟები, მირაჟები, მირაჟები, მირაჟი, ლონდონი და პარიზი და ჰავანა და ზუგდიდი, მახსოვს, პატარაობისას ზაფხულს როგორ ვუცდიდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|