დგას სერაფიტი, - მთის შველივით მშვენიერია, ბედნიერია ვის მკლავზეც წევს, ვისთვისაც იწვის, მისი მშობელი - მარტოოდენ ჩვენი ერია, ესმის ყივილი მშობლიური სისხლის და მიწის.
დგას სერაფიტი, - მთის შველივით მომნუსხველია, ბედნიერია ვის მკლავებშიც ღამეებს ათევს, კუბოს კარამდე ერთგულება მისი ხვედრია და უფრთხილდება სიყვარულის დანთებულ სანთელს.