ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2021


შენ საქართველო გიყურებს ახლა!

როცა შენს კუთხეს,ვერაგ დუშმანის,
ხელით და ნებით სტკივა გვერდები...
არ დაგავიწყდეს,(რჩევებს არ გიწყებ...)
სწორედ,-იმ კაცად მეიმედები,
რომელსაც ღმერთმა უბოძა ნიჭი,
გამოთიშული ჩართოს წამზომი...
ერთი,მთიელი,უბრალო ბიჭი,
გახდეს კაცობის მეტრი,-საზომი!
რას ვხედავ შენში,რას ვეძებ შენში?
შენს ნატანჯ კუთხეს,რაც რომ სჭირდება!
რაც სამწუხაროდ ვერ ვნახეთ ბევრში...
რომ უანგაროდ,გაუჭირვებლად,-
მიმოეფანტა კერე-კუჩხეში,
საერისკაცო ნაღვაწი,მადლი!
ხალხსაც სცოდნოდა იმ ნაკეთების,
წონა,ფასი და "ხანგრძლივი" ყადრი!...
თქვან,-მუშაკობა მისი ხვედრია,
რისი უკან სვლა,ან რისი დაღლა?
თუმცა,ბევრ რამეს დაგაყვედრიან,
შეგითითხნიან ნიკორს და დამღას,
მაგრამ აქ გმართებს,რკინის კაცობა,
რგო უშურველად მზარდი ნერგები...
არ გთვლიდეს ვინმე "ვინმეს" საცობად...
არ გერგოს ტაშიც,-დანაყვედრები!
არ ველი რამეს(ბევრს რომ გონია)...
ანგარება და ნდომა რომ ახლავს..
ბევრისგან ბევრჯერ გამიგონია,
ბევრჯერ "მორწყული"ხე,- ბევრჯერ გახმა!
უბრალოდ,მსურს,რომ კრძალვით გაუწყო:
-სადედედ უნდა შენახვა ნასხლავს..
დროს დროზე უნდა ფეხი აუწყო,
შენ საქართველო გიყურებს,ახლა!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები