❤ _______________________________________ -ქალო მართა, გაიგე ოლიასა გოგო შეძენია, ამ სიბერის ჟამს -გავიგე სალომევ გავიგე. ნატრულობდა საცოდავი ქალი შვილსა და აჰა ღმერთმა აუსრულა ვედრებაი. -ქალო ერთი ესა მითხარი, რამდენი წელი არა ჰყავდა შვილი?! აღარა მახსოვს უკვე როდის გამოთხოვდა ჩვენსას, კაი დიდი დრო კი იქნება უკვე, თვითონა ორმოცდაათს მიტანებული იქნება, მეტი თუ არა -რაგითხრა აბა, მე რომ გამოვთხოვდი აქა ოლიაი უკვე სამი წლის მოსული იყო მგონია, სადღაცა ოცდახუთი წელია იქნება ალბათ რაც მოსულია -მართლა სასწაულია, ამდენი ხნის მერე გასაკვირია, ღვთის წყალობაა ეგა მა რაარი -ღვთის წყალობაა, ღვთისა. თან რავარი წმინდა დღეს მოვლენილა ის დალოცვილი, ნინოობა დღესა მოვიდა ამ ქვეყანასა, დაე მასავით წმინდა გულისა და სულისა ყოფილიყოს და ცოტათი მაინც გამოესწორებინოს ეს გაუკუღმართებული ცხოვრებაი -ამინ, ჩემო მართა. ოლიასა არ შეეშლება მაგის კეთილად აღზრდაი, თვითონაც რავარი სულგრძელი და მადლიანია, მისი დღე და მოსწრება რაცა ვხედავ მარტო სიკეთესა სჩადის, ის სხვა ქვეყნისაა ქალო,აბა ამ ქვეყანაზე საღადაა სიკეთე და ღვთის სიყვარული, ხალხი მარტო ჩვენს თავს დავეძებთ არავისი დარდი არაგვაქ, ეს რა დრო დაგვიდგა -მრავალმა დედამ შვას შვილნი კეთილნი და ღვთისმოშიშნი, ეგენი თუ გადაგვარჩენენ ჩვენ უღმრთოობისგან და წარმართებისგან, ცუდ გზას ვადგავართ ჩვენა, უღმრთობის გზას და ეგება მაგათ გვაჩვენონ სწორი გზაი და გაგვიძღვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე -გახსოვს სალომე, აგერ სამი წელი იქნება მგონი რაც მოინათლა ოლია და როგორი რწმენით შეუდგა ქრისტიანობასა, ვიღაცა ამბობდა რომ თურმე ნინოობა დღეს მონათლულა და შვილიც ამ დღეს შეეძინა ახლა, მესამე წელიწადსა -ნეტა ოლიას რწმენის ნახევარი მაინცა გვქონდეს ყველას რაღა გვიჭირს, ირწმუნა ქალმა ღვთისა და ნახე ღმერთმაც შეისმინა მისი რწმენით ვედრებაი -ჩვენ უღვაწლოდ გვინდა მოგვეცეს ღვთის წყალობა, არც ლოცვა გვინდა, არც ტაძარში მისვლა, დღედაღამ სხვას შევყურებთ რომ სალაპარაკო მოგვეცეს და ცოდვას ცოდვაზე ჩავდივართ, ოლიას ტყუილუბრალოდ კიარ ვეძახი არაამქვეყნიური ხარ მეთქი, ის წმინდა გულისაა, ამქვეყნიურები ჩვენ ვართ თუნდაც მე და შენ, მთელი დღე რომ ენაზე სხვისი ცხოვრება გვაკერია, იმაგ ჭკუაზე ვარ ოლიას შემხედვარე მეც უნდა მივიდე ნინოს ღმერთთანა, ეგებ მეც გამოვიზარდო ღვთის სათნოდ. აბა რა აზრი აქვს ჩვენს ასეთ ცხოვრებას მართა, უკან რომ მივიხედოთ ჩვენი გავლილი ცხოვრება ფუჭია, კაპიკად რომ არა ღირს, ერთადერთი ეშმაკი თუ იყიდის ძვირად, აბა მარტო მისთანა საქმეებს ვაკეთებდით და... ამიერიდან რწმენით უნდა ვიცხოვრო ისხდნენ სოფლის ორღობესთან და ბევრი ამაო და არაფრის მაქნისი სიტყვების შემდეგ როგორც იქნა მათ ბაგეს გადმოსცდა მათთვის ცხოვრების მიმნიჭებელი სიტყვა გადაწყვიტეს მათაც ეპოვნათ კაბადოკიელი ნინოს ღმერთი. ოლიას შემწე ნინოს, რომელმაც ღმერთი და რწმენა აპოვნინა, ვაზისჯვრიანი ნინოს ღმერთი. ოლიას იქამდეც უყვარდა ღმერთი, მაგრამ შეიყვარა თუ არა მისი რჯული და ირწმუნა იგი, მან ჰპოვა გზა უფლისა. მანაც განვლო ეს ბილიკი და თავისი ვედრება რწმენით მიართვა უფალს. უფალმაც თავისი წყალობის სიუხვე მიუვლინა და მას მისი რწმენისაებრ მიაგო. * * * და მაშინ როცა ერთი ადამიანი მაინც ინებებს ეძიოს ღმერთი, წმინდა ნინო კვლავ გამოუყვება ლურჯ მწვერვალებს და მისდამი მოლტოლვილი ხალხის ხელით მრავალ სულს მოაქცევს ქრისტეს სჯულზე. ასეთი იყო ოლიას ნინოც, კაბადოკიელმა წმინდანმა სწორედ მისი წყალობით ინება ხალხისთვის სწორი გზის ჩვენება. წამოიზარდა თუ არა ოლიას ნანატრი ნინო, დადიოდა ყველგან და ქადაგებდა მისი ამქვეყნად მომვლინებელის სახელს, ღმერთს რომელმაც ოლიას ვედრება აუსრულა. ღმერთი რომელიც უკვე ოლიას, მართას სალომეს ნინოს და საერთოდაც ყველას ღმერთი იყო.
* * * მოუყვება ნინო, კვლავ მთებს მოუყვება... კვლავ ანცვიფრებს ვარდობისთვეს თოვლი მთებზე... ნინო ბერიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დაე, ყველას ფარავდეს და მოძღვრავდეს წმინდა ნინო. გილოცავთ ნინოობას დაე, ყველას ფარავდეს და მოძღვრავდეს წმინდა ნინო. გილოცავთ ნინოობას
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|