 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: პოეზია 27 იანვარი, 2021 |
გზა მშვიდობისა. სინანული არავითარი, მიდიხარ, მტოვებ, უკვე დროა, კარიც გაიღოს და როგორც ძველი, უსარგებლო, რამე ქვითარი, მოგონებიდან ამოვიშლი რიცხვებს, თარიღებს, დღეებს, რომელიც გვიხაროდა, ერთად ვიყავით, დღეებს, რომელიც ერთმანეთის ცქერით დაღამდა, ის ბნელი ღამე, კუნაპეტი, როგორც ჭილყვავი, ის ბნელი ღამე, სიშავე რომ ჰქონდა მაღრანთა, ის ბნელი ღამე შემორჩება ფიქრის ხნულებში, სხვა მიზეზები არ ვეძიოთ, სამიც გვეყოფა: გადარჩენისთვის, ღიმილისთვის და სანუგეშოდ, უტოპიაა, რაც გავტოპეთ, რაც ვერ შევტოპეთ, უტოპიაა ყველაფერი, იმ ღამის მიღმა, იმ ღამის იქით, მოგონებაც აღარ მაშინებს, წარმოსახვასაც ეკარგება ფერი და სიღრმე, ვერდაბადებულ ჩანასახად ჩემს ხსოვნაშივე რჩება და მიწევს შენზე ფიქრით თავის შექცევა, ან უარესი, ფიქრის ნაცვლად სმა და გალეშვა და უღიმღამოდ დაწერილი დასტა ლექსების, აზრის და გონის, ყოველგვარი გრძნობის გარეშე. გზა მშვიდობისა. სინანული არავითარი, მიდიხარ, მტოვებ, უკვე დროა, კარიც გაიღოს და როგორც ძველი, უსარგებლო, რამე ქვითარი, მოგონებიდან ამოვიშლი რიცხვებს, თარიღებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მომეწონა +5 მომეწონა +5
1. კარის გაღებამდეა საჭირო გამოღვიძება და შეჩერება კარის გაღებამდეა საჭირო გამოღვიძება და შეჩერება
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|