ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2021


Carte Courte

მოგონებები აღარ იშლება,
მონატრებისგან ლამის ავტირდე.
სულ დამიტოვე კითხვის ნიშნები,
არ გამარტივდე.

ვფიქრობ როგორ ხარ, მაქეთ რა ხდება,
მალე ჩამოხვალ - იმედს ვიტოვებ.
არ დაგავიწყდეს, რა, გადაღება,
თუკი ითოვებს.

გიგონებ ხშირად - მთლიანს, კადრებად,
ასეთ დროს მძლავრობს ცემა მაჯების.
რაღაც იწყება, მერე მთავრდება..
ჩემთან დარჩები?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები