დაგარქმევ სახელს, ჩემიანი გახდები მალე; მირონწაცხებულ შუბლს დაგიკოცნი, გაგნათლავ ზღვაზე. მზისფრად დაპენტილ მიმოზებად აგინთებ ლამპრებს, ზედ შემოგახვევ თბილ ქვეშაგებს, გაგითბობ ღამეს. ზღაპარს გიამბობ ძილისპირულს, დაგირწევ მთვარეს; ბევრი რითმებით არ შეგაწყენ გიმღერებ ნანებს; სიზმრებს აგირჩევ, ფერად-ფერადს, არა შავ-თეთრებს; არ გაგაწბილებ, არ დაგამშევ და არ გაგამხელ. წყაროს წყალს კოკით მოგიზიდავ, ყლუპად შეგასმევ; მერე ჩაგიკრავ დედას პურებს თონის ყელამდე. ათინათები აცეკვდება ჭორფლიან ცაზე; ცეცხლს შევუკეთებ და ვიფხიზლებ გათენებამდე. ჩემიანი ხარ და სახელიც დაგარქვი უკვე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|