ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2021


დუმს ყველა კაიფი

დუმს ყველა კაიფი,
გემები კი არა,
ძარღვები კი არა,
ფიქრები კი არა,
არც შენობები.
დუმს ყველა კაიფი! როდესაც შენზე ვწერ ...
როდესაც შენზე ვწერ,
არ
ვმეორდები.
დუმს ყველა კაიფი,
შეგეხე, შეგეხე .
სიგიჟე კი არა,
და ზღვები კი არა,
დუმს ყველა კაიფი, რაც ვერ აღიარე .
სიჩუმე კი არა,
სიშორე კი არა,
მზეები კი არა,
დუმს ყველა კაიფი.
და შემოიარე
და მთვარე ჩაიცვი,
დუმს ყველა იარა,
დუმს ყველა კაიფი .
ივსება დუმილით სამყარო მთლიანად,
და ისმენს,
ფოთოლთა სიყვითლის არმია,
და ამ შენს ქუჩებთა
ტუჩების ხმა ისმის
ამ შენი ხმის ტემბრის ზღვა იცი,
დუმდება, ჩაისთვის შექმნილი ფიალა
დუმილის შემძვრელი ქარია.
კი არა,
ქარია,
დუმილის შემძვრელი ხმა ისმის.
როდესაც შენზე ვწერ,
ივსება ფიალა,
ჩაისთვის.
კაიფს ვწერ.
კაიფს ვწერ,
ჩაივლის,
გაივლის ეს ჩემი ლექსები წრიალებს,
წრიალებს დაისი,
ძილს რომ არ მიწამებს,
ძილს რომ არ გიკვალავს
იმ სიზმარს მიეცი,
ეს შენი ხალისი,
ეს შენი შეეცი,
ეს შენი უდაო არ იცი .
არ იცი კი არა !
დუმს ყველა კაიფი ...
და მთვარეს შეეხე,
და თოვლი ჩაიცვი,
ქუჩაზე როდესაც ფერებით შეუხვევ,
ნარცისზე გაუსვი,
ეს შენი ია და
სამია ჩათვალე, ფერებიც არ იცი .
ფერები არ იცი დათვლამდე ...
აკორდებს გიტარის სიმებზე დაეძებ,
ისინი იმ ქარში ყრიან და
გაიქცე ...
გაიქცე იქ სადაც არ დაგაგვიანდა .
ჩაიცვი ...
ჩაიცვი სიშიშვლის გრიგალთან,
და ქარი შენიდან ჩაიში .
მივა და
დაისხამს, მოისხამს ქარიშხლებს .
რომ ქარი არ გაგვიმთლიანდეს,
შენ ალბათ სიგიჟეს ჩაიდენ ...
და დედამიწა ტრიალებს ...
ხალისზე,
ხალისზე,
ხალისზე ....
ხალიჩა დაბერავს კი არა,
ქარია
და მაინც არ ისმენ,
რომ ქარმა არ დააგვიანა,
რომ ნიავს ლავიწზე წაისმევ,
პომადა ჩანთაში გდია და
გავიწყებს,
ნაკვალევს კარი რომ ღია და
ღიაა, გააღე, წაიღე,
იშორებ ...
სიშორეს გვიან და
ალაგებ დუმილის ხარისხებს,
გვირილით შენ გაამთლიანებ,
და წესებს არასდროს დაიცავ ...
დაიწყებ თვალების ბზრიალს და
ქალაქსაც, ბზრიალით აიცდენ,
რადგანაც თუ რამე ტრიალებს,
კაიფობს ...
შენზე ვწერ, მერწმუნე, კაიფზე .
მზის სხივი ჩაიფსი .
წვიმაა.
ღრუბლები ზეცაზე აკინძე,
ზამთარი, ზამთარი, ყინვაა,
და გახდა სხეულის დაიწყე,
დაიწყვე თითებზე, ამწიფებ,
სივრცეს, ცას, სამყაროს მთლიანად,
და კაიფს არაფერს არ მისცემ,
თუ კაიფს ჟღერს, შენი ფიალა,
აკვანს მთა ფოთლებში ჩაგისვამს,
ფოთლები არ გადახიო და
ლექსებზე, მძიმეა სამისზე,
ამჩნევ რომ ვერ განახევრდი თან
ამჩნევ რომ ამჩნევ რომ, არ იმჩნევ,
არ იმჩნევ სიგიჟეს თავხედად,
და მაინც ამ კაიფს გაიჩხერ ...
როგორმე იგი რომ არ მეთქვა,
როგორმე იგი რომ გაგიჩენს,
გულსსისხლძარღვებთა ამ ფეთქვას,
საფეთქელს ხელი არ გაუშვა,
ხელი არ გაუშვა ლავიწებს,
თვალს ხუჭავ, და ახლა რამეფრად,
კაიფი იქნება დამუნჯდეს ...
და თავი დახაროს კამფეტთან,
კაიფი როგორმე გალურჯდეს,
რომ თეთრი ვერ დაიინახე და
სამყაროც ვერ უნდა გამუქდეს,
და მთვარე თუ გაგვინახევრდა,
კაიფი, გაქურდე ...
ძარღვებში სისხლი თუ გამეფდა
აფუჭებ,
აფუჭებ,
ამ ნახატს, ავსებ თან,
ნახატზე ვერაფერს აფუჭებ,
თვალს შენი ხმა გადაარჩენდა,
ახელდა თვალებსაც საუნჯე
და საქართველო ნახე და
ქართულად გინდა რომ დამუნჯდე,
და ყვირი რომ
გამოგამხედრა,
და კივი რომ სიჩქარეს აუწევ,
ძველ ფოტოს არაფრით არ ხევ და
დახეულ ფოტოსაც დაუწევ,
ხმას,
რომ ზღვა თითქოს ვერ აღელდა,
ხმას,
რომ ზღვა ვითომ და აღელდეს,
ხმას,
რომ ზღვა გრძნობდეს ნახევრებს .
ერთია,
ორია, გახველებს,
ახველებს სამყაროს ერთფერთა
სამყარო ერთფერთა ჰობია და
შენ უნდა არ გაანახევრო,
ეს შენი ცის მელოდია და
ზეცაზე ქვა აახეთქე,
გაჭერი ჰაერი - ლოდია .
ყინული ქარივით არ დნება,
არ დნება ქარივით მთებზე ჭ,
კაიფი ამდენად თავნება,
დაღეჭე, დაღეჭე, დაღეჭე ...
და იგი, არასდროს მთავრდება ...
კედლებზე სული არ აღბეჭდო,
და ხაზზე წრე გადმოვარდება.
დუმს ყველა კაიფი კი არა.
დუმილის შემძვრელი ქარია,
კაიფმა ვერ, გამოიარა,
კაიფმა, ვერა რა არია ...
ქარია, ქარია, ქარია
ქარია კაიფზე თავნება ,
ისინი, ის ანი , ის გია,
ის ჟორა, ის ღორი, ის ვარდი ,
ზეცაზე დღეს მთვარე აბია,
თუ გინდა , არ დაალომბარდო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები