ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 იანვარი, 2021


ყველას,ყველას..

ახალი არაფერია,უბრალოდ თქვენთან მინდა და ძველი სიხალისე მოგიწანწალეთ..
ჩემი-არა-რომ არ გამკიცხოტთდა მაკრიტიკოთ.
იხალისეთ..
ყველა ჩემთვის უცნობ ავტორს წარმატებას ვუსურვებ,
ტქვენ კი-ჩემო ძველებოო,ნ-იკი მუხა,თანანა.. უჰ,რადენი მყავხართ დალოცვილებო.გეფერებით!
ოჰ,ჰარი-რამ-ჰარალე!!მიყვარხართ!

უბრალოდ იხალისეთ..

რას არ გადაეყრები ინტერნეტში..
აქვე მინდა ვთქვა-ვერანაირ ჟანრს ვერ მივაკუთვნე,ამიტომ იდოს ცოტა ხანი,გახალისდით და მერე წავშლი..
წინასწარ მადლობა-ადმინისტრაციას!
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოვიტანე,რომ იხალისოთ..

  ქართულ ინტერნეტ სივრცეში არის ინტერნეტპორტალები, რომლებიც სამედიცინო თემაზე სტატიებს აქვეყნებენ. ამავე პორტალებზე შესაძლებელია ფსიქოლების რჩევების წაკითხვა სხვადასხვა თემაზე. ასევე თქვენსავე დასმულ შეკითხვაზე პასუხის მიღება. ხშირად მოქალაქეები ისეთ აბსურდულ, კურიოზულ და სასაცილო შეკითხვებს სვამენ, რომ თავად მედიკოსებსაც უჭირთ არათუ პასუხის გაცემა, არამედ სიცილისგან თავის შეკავებაც კი. გთავაზობთ შეკითხვების ჩამონათვალს, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო ინტერნეტ–პორტალებზე განთავსდა და ბუნებრივია  პასუხის გარეშეც დარჩა.

„ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო ავად გავხდი საშვილოსნოსგარე ორსულობით!..“

„როგორ უნდა გავხდე კბილის ზოოტექნიკოსი?”

„ვიცი, რომ სიგარეტის მოწევა ავიწროებს ტვინის ნაზ სახსრებს“...

„თქვენი დახმარება მჭირდება, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე დაავადებულია არასინქრონული სარკაზმით“.

„გთხოვთ, მოგვითხროთ იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ადამიანს გადაედება წვრილფეხა საქონლისგან, ცხვარი, თხა და სხვა“.

„გადამედება თუ არა სიფილისი  იმ შემთხვევაში, თუ ამ დაავადებით დაავადებულ ადამიანთან სტუმრად მივალ?“

„ჩემი სიყვარული ქმრისადმი მოკვდა გინეკოლოგიურ სავარძელში“.

„ჩემი შვილიშვილი ძილის დროს დადის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტუალეტში უნდა“.

„დაავადება გაზაფხულივით მომეპარა“.

„ჩემი ასაკი – 58 წელი, სქესი – მამაკაცი, პროფესია  – ერთი დღე ვმუშაობ, ორი დღე ვისვენებ“.

„ცხოვრებაში ერთხელაც კი არ დამსიზმრებია ფერადი სიზმარი. ნორმალურია თუ არა ეს?“

„თქვენი ჟურნალი – სიკვდილისა და სიცოცხლის შესანიშნავი მასწავლებელია“.

„ძალიან გვინდა, უფრო მეტი გავიგოთ სექსუალური შერწყმის შესახებ: როგორ და ვისთან უნდა ჩავატაროთ ის?“

„გიგზავნით ჩემი ცხვირის ფორმას“.

„რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩამოგვიყალიბდეს ლაპარაკის სწორი დეფექტი?“

„ თქვენი სტატიები სქესობრივი აღზრდის შესახებ სამხედრო დისციპლინის გამყარებაში გვეხმარება“

„საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ვიტანჯები სქესობრივი სისუსტით“...

„ბავშვობიდან და გათხოვებამდე არ ვიცოდი, ავადმყოფობა რა იყო, ჯანმრთელი ვიყავი სიგრძე–სიგანეში“.

„რატომ არის, რომ, როცა გაზიან წყალს ვსვამ, გაზი ცხვირში კი არა, პირდაპირ თავში მირტყამს?“

„სამწუხაროდ, სექსუალური საკითხების მხოლოდ ზედაპირზე ვტივტივებ, რადგან უნივერსიტეტში ამ საკითხში განათლება არ მიმიღია“.

„ავად გავხდი და მთლიანად ავადმყოფობაში გადავეშვი, პროფკავშირის საწევროებსაც კი აღარ ვიხდი“.

„დიდი სიამოვნებით გწერთ ჩემი გაჭირვების შესახებ...“

„მყავს ცოლი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მას“...

„ჩემი ცოლი შეურაცხყოფას მაყენებს სექსუალური ხასიათის მორალურ–პედაგოგიური შენიშვნებით“.

„არავისთან ანატომიურ სიახლოვეში არ ვყოფილვარ“.

„მინდა ამიხსნათ, რა მომელის სამეცნიერო-პოპულარული მხედველობის თვალსაზრისით”.

„ამბობდნენ, რომ ამ ზაფხულს ძნელი იქნება ზაგარის მიღება, ის კი არა, იმასაც მოვკარი ყური, რომ ამ საკითხზე თბილისში დიდი თათბირიც გამართულა“.

„მე რომ სრულყოფილი მამაკაცი ვიყო, წარმომიდგენია, როგორი სასიამოვნო იქნებოდა ეს ჩემთვის და გარშემომყოფთათვის“...

„ჩემი ქალიშვილი ექიმ–ყელყურისტთან არის აღრიცხვაზე...“

„სქესობრივ საკითხს უსაფრთხოების ტექნიკის გარეშე თავს ვერ დააღწევ“.

„ყურადღებით წავიკითხეთ თქვენი სტატია, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგეთ, რა არის საშვილოსნოს ყელი. იქნებ, ახლა მაინც გაგვაგებინოთ ზუსტად“.

„მე ავადმყოფობებით სავსე ტომარა ვარ“.

„რა არის აბორტი? ჩემი დაქალი ერთს ამბობს, მე - მეორეს. რომელია ჩვენ შორის მართალი?“

„თავის ქალას ახდის შემდეგ მივედი ექიმთან...“

„რა უნდა გავაკეთოთ სლაბი სექსის დროს?“

„განვიცდი საშინელ ტკივილებს ადამიანობისა და პიროვნების მიდამოებში“

„შეიძლება თუ არა სქესობრივი ურთიერთობის გამო მოხდეს ფეხების გამრუდება?“

„ხშირად მეფხანება ზურგი, ხელით ვერ ვწვდები და ჩანგალს ვიშველიებ”.

„მე ძალიან რთული და ლამაზი ფიგურა მაქვს“.

„ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა თბილისში პროფესორი მთავარი ტვინის საკითხებში?“

„საავადმყოფოდან თვითნებურად გამოვეწერე“.

„როგორ შევიდეთ სექსუალურ ურთიერთობაში ისე, რომ არ გავაბრაზოთ ქალი?“

„ახალგაზრდობაში თვითმომსახურებით ვიყავი დაკავებული, ახლა 40 წლის ვარ და ოჯახური ცხოვრებისათვის ვარგისი ვარ?“

„როგორ ვიცხოვრო ასეთ შემთხვევაში? - ძალიან ჩქარი ვარ ქალებთან ურთიერთობის დროს“.

„როგორ განვიკურნო ხვრინვისაგან? აირწინაღით დაძინებაც კი ვცადე, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი მშველის“.

„ორი კვირის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია. როდიდან შეიძლება სექსუალური ურთიერთობების აღდგენა?“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები