| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2021 |
დაიმახსოვრე აწეო! რაიმეს სანამ დაწერო... რამდენიც უნდა "გაწელო", მათ მაინც ვერ დააწევო,- "სიბრძნეს" შენეულს(გგონია), იმათზე კარგად ნათქვამი... ტყუილად რომ აწრიპინე, იცი,კალამი,ფანქარი? ვახტანგის მერე ნაწერი, როინის მერე ნაწერი, ჯემალის მერე ნაწერი, შოთას ,ზურაბის ნაწერი, ცისანას მიერ ნაწერი, მაყვალას მიერ ნაწერი, დავითის მიერ ნაწერი, სანდროს ნატიფად ნაწერი, ლექსია-სულის ამბოხის რომ არ სჭირდება საცერი!... თუ წერ,ჯანდაბას,დაწერე... ოღონდ(კაცურად) გარითმე... ისე ამოთქვი,ოხერი, დაულეველად დავითვრე... ლექსუკას ნუ დაამსგავსებ, გაგახსენებენ პირსუკან... "ტოროშელიძე" ხომ არ ხარ... ან ატუზული მის უკან? შეეშვი! მტერს ნუ აცინებ, მუზას ნუ აცლი არაქათს! სხვა "ლიანდაგზე" გადადი, იქ სძებნე-ხვავი,ბარაქა! დაიმახსოვრე აწეო, ხელში კალამს რომ აწევო! ლოგინის გასწორება სჯობს... წაი და დროზე დაწეო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გეთანხმებით ნინა, სწორედ ისეა დაწერილი როგორც კალამმა გაუშვა :* გეთანხმებით ნინა, სწორედ ისეა დაწერილი როგორც კალამმა გაუშვა :*
1. ისე წერეთ როგორც გეწერებათ, სხვებმა ისე, როგორც ეწერებათ. შაბლონი იწვევს განაცრისფერებას. პოეზიას არ უხდება ჩარჩო!
ისე წერეთ როგორც გეწერებათ, სხვებმა ისე, როგორც ეწერებათ. შაბლონი იწვევს განაცრისფერებას. პოეზიას არ უხდება ჩარჩო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|