ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2021


არის აქ ვინმე?

(სათაური ყურადღებისთვის, არ აქვს ამ ლექსს სათაური) :)

ახლა ვდგავარ ჩემს თავთან და ვგრუხუნებ,
ყველა აზრი ძვლებიანად გავსინჯე,
ნირწამხდარი ჩემს წინ ნათლად ვუყურებ,
ბულიკივით რომ ამოდის ზღვაში მზე.

ყველა შენი ამოსუნთქვა ვიცოდი,
წამდაუწუმ რომ დაფილტრეს ქარებმა,
ჩამქვრალ სახლში, სულ ცხრათავა ბიზონი,
და ძარღვებში დიაგნოზი - დალევა,

და ფეხებში უძრაობა დამჩემდა,
გაჩერება, სანამ მივალ ბოლოში.

წასვლა გინდა? ახლა გეტყვი ამ ჩემ და...
დავასრულებ, სისულელეს მოვროშავ,

შენ კი წახვალ, ისე, როგორც გჩვევია,
ვერც რას გატან, დავჯდე, ჩუმად ვიგლოვო...

ჩემს თავს ახლა რაც გახსენებს ჩემია,
ქალბატონო, გთხოვ რომ ეგ დამიბრუნე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები