ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2021


ღმერთი თუ დემონი?

საუკუნეა არაფერი დამიწერია, მგონი გადავრჩი, არაფრის დაზუსტებით თქმა არ შემიძლია, საერთოდ მოვშორდი ამ სამყაროს, მე აქამდე ლიტერატურული ენისათვის დამახასიათებელი ეპითეტებით ვცდილობდი, ჩემი ღრმა ფანტაზიის წყალობით ჩავწვმდომოდი იმ მიუვალ გრძნობებს, რომელთა არსებობისაც რეალურად არ მჯეროდა, თუმცა ეს ყველაფერი ენით გამოუთქმელი სიმძაფრით დამატყდა თავს და მაშასადამე იგი არსებობს. ნოდარ დუმბაძე ამბობდა, რომ ცხოვრებაში ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ერთი დიდი დაავადება, რადგან იგივე ცხოვრების გზა უკვე დადინჯებული გონებითა და გამოცდილებით ხელმეორედ გაიაროსო, არვიცი დროის ფუჭად ფლანგვაა თუ ფრთხილი ხასიათის გამოვლინება, ვცდილობ როგორმე არ გავცდე ამ სიტყვების შინაარსს და რაც შეიძლება მალე დავადგე ცხოვრების ხელმეორედ გასავლელ პერიოდს, დადინჯებული თუ არა გადაღლილი და გამოფიტული გონებით მაინც. საქმე იმაშია რომ მოუგვარებელი, შემოუვლელი შეცდომა დავუშვი, ჩემი ხელით მივაყენე ჯანმრთელობას ზიანი რომელიც დღითი დღე უარესდებოდა და ლამის ფატალურ შედეგამდე მიმიყვანა, ეს დრო თითქმის ნახევარ წელიწადს გაიწელა, ნახევარი წელი ნორმალურად არ მიძინია, ვერ ვახერხებდი საუბარს, მიჭირდა კომუნიკაციის დამყარება, ყველანაირი გრძნობა წამერთვა მათ შორის ტკივილის, არ მქონდა გემოს, ყნოსვისა და შეხების აღქმა, ფსიქიკური პრობლემები მქონდა, არ გამოვრიცხავ მცირე დოზით ინფაქტის ნიშნებს, წამერთვა მახსოვრობის უნარი, სხვათაშორის ახლა აღმოვაჩინე რაც უფრო ნაკლებ სიმძაფრეს იჩენს სათქმელი, მით უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს იგი. ყველაფრის მიმართ წამერთვა ხალისი, უბრალოდ დინჯად ვუსმენ რაც ჩემს ირგვლივ ხდება და აღარანაირი რეაქცია აღარ მაქ, თვალზე ცრემლი მადგება, ეს რა ჯანდაბა გამოვიარე, აღარც ავღანეთი მინდა, აღარც ცხინვალი, საერთოდ ომის გაგონება აღარ მინდა, ეს რა იყო, ენით აღუწერელი სისასტიკე გონების მიმართ. თანამშრომლებთან ვსაუბრობდი ერთი-ორი კვირის წინ, რომ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს შორის არის კიდევ მესამე შრე, უფრო სქელი და შეუხებელი, გონებრივი პრობლემები თუ ფსიქიკური არ ვიცი რა ჯანდაბა ჰქვია მაგრამ, ეს საშინელება იყო. ვერ ვიტყვი რომ ამან დამასუსტა, მაგრამ იგივეს გამოვლა ნამდვილად აღარ მინდა, თუმცა არამგონია იგივე სიმძაფრე ჰქონდეს, რადგან დარწმუნებული ვარ იმუნიტეტი უკვე იზრუნებდა რომ სათანადოდ მომზადებულიყო, მოკლედ ბოლომდე გამოსული არ ვარ მდგომარეობიდან და მართლა ისე ვარ თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა ვისწავლო, ყველაფერში მართლა ყველაფერს ვგულისხმობ, წერა, კითხვა, საუბარი, სიარული, ძილი, იმედი მაქვს ანდროს ენით რომ ვთქვა დგებუაძის, ნაღდობის აღქმა არ დამიკარგავს, თუ ესეც დავკარგე მაშინ არსება დამიკარგია, მაშინ გამოდის რომ ვიცოცხლებ მაგრამ ვერ ვიარსებებ, რადგან თუ ასე იქნება, ვერ შევძლებ აღქმას რომელი სტილი იქნება უკეთესი, რომელი გულწრფელი და რომელი მოგონილი. საერთოდ ფილოსოფია ჩემი საყვარელი სფეროა, და იმედი მაქვს მიდრეკილება ამ სფეროსკენ ჩემს მოგნებას კვლავ აამუშავებს. მჯერა თუკი ისევ დავუბრუნდები ძველ საქმიანობას იგი იქნება იმაზე ბევრად უკეთესი და წარმოუდგენლად კარგი ვიდრე ეს ჩემს შესაძლებლობებში იმალება. მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნება რომ ეს შეუძლებელი იქნება. ნამდვილი ჩარლი გორდონი ჩავატარე. საქმე იმაშია რომ მე თვითონ აღარ მომწონს ჩემი ნამუშევრები, იქნებ აქ ამოიწურა ჩემი სასცენო შესაძლებლობები, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ, ყველაფერს გავაკეთებ რომ ისევ შევძლო „ნაღდობის აღქმა“. ეს ჩემი ცხოვრებაა, ამის გარეშე არცერთ სფეროში არ ვივარგებ, ან პირიქით. საკუთარი აზრი ძალიან საშიში იარაღია, ეს სუიციდის გავარვარებული მავთულია, რომელიც ყელზე კაუჭით მაგრდება, იგი ადამიანებს გაშორებს, სხვა სამყაროში გადაყავხარ, სხვა სივრცეებს შეგაჯიბრებს და როცა უკან დაბრუნდები, აქაურობა გეუცხოვება. იტყვი რომ სავანედან უკან მოგიხდა დაბრუნდება, და კიდევ მოინდომებ იქ მოხვედრას, მერე ისევ ჩამოვარდები რაღაც მოულოდნელი გარემოების აუცილებლობიდან გამომდინარე, უკან წინ, ზევით ქვევით, ხან ღმერთთან, ხან დემონთან. ძალიან რთულია, ამის ატანა ჩვეულებრივ ადამიანს რომ არ შეუძლია ფაქტია, ხოდა იქნებ ამ რიცხვში ვარ მეთქი. ძალიან მერიდება და სიმართლე რომ ვთქვა ვერიდები კიდეც მაგრამ, ეს ჩემზე დამოკიდებული ხომ არაა. ვერ გამიგია ეს საჩუქარიაა, წყევლაა, ბედის ტრიალიაა, დაცინვაა, გართობაა, ვერ გამიგია რომელი მეომება ღმერთი თუ დემონი, მე პარნასის მთაზე ვიჯექი, მომეწყინა ერთფეროვნება და ფეხზე წამოვიმართე, მერე უკიდეგანო სივრცეს მოვავლე თვალი და არც ის მეყო სულის დასაშუშებლად, გაყინულ ღრუბლებს შევცქეროდი, ღრუბლები მიწვევდნენ, მიზიდავდა მათი სიმაღლე, ირგვლივმყოფთაგან ზოგიერთი მირჩევდა უკან დაბრუნებას, ზოგი მემუდარებოდა კიდეც, მაგრამ მე უკვე ფეხზე ვიდეგი, ჩემი უკან დაბრუნება მართალია გონიერება იქნებოდა, თუმცა იმ დროს ეს არ გამაჩნდა. ერთ ხანს მათ გულამოსკვნილ ხმას ვუგდებდი ყურს, სიბრაზისგან მეღიმებოდა და ცეცხლის ნაპერწკლებს ვყრიდი გავარვარებული თმების ძირებიდან, მეგონა ვერ იგებდნენ ჩემს ენას, მე ხომ პირველი ვიყავი მათ შორის ვინც პარნასზე ყოფნის დროს, ფეხზე წამოდგა და გაყინულ ღრუბლებს აუწყო გეგმები. ჰორიოზინტი მამშვიდებდა, კაცობრიობის ნავთსაყუდელი ჩემს თვალებში ირეკლებოდა და ნელ-ნელა ვამჩნევდი როგორ მევსებოდა გული სითბოთი და სიყვარულით, დოსტოევსკი ამბობდა, როცა კაცობრიობაზე ვფიქრობ ადამიანი მიყვარდება, ხოლო როცა ერთ პიროვნებაზე დავდივარ მაშინ იგი მძულს, დაახლოებით იგივეს ვგრძნობდი მეც. გავჰყურებდი სახლებს და მახსენდებოდა ბავშვები რომლებსაც თბილად ეძინათ, მახსენდებოდა მოხუცები და მე მათში ბებიასა და ბაბუას ვხედავდი, გავჰყურებდი ზღვის ტალღებს და ჩემი ბავშვობის სასიამოვნო წუთები მედგა თვალწინ, ჩემი მშობლები მახსენდებოდა როცა აყვავებულ ბაღ-ბოსტანს დავინახავდი, და ჩემი გამზრდელი მამიდა, რომელიც მოთმინების თვალუწვდენელი ოკეანეა. თვალები მიცრემლიანდებოდა მაგრამ ყველაფერი წამებში ქრებოდა, რადგან რიგითი პარნასელები არ ჩერდებოდნენ, ვერ იტანდნენ გამორჩეულს. გაოცებული თვალებითა და გულუპრყვილო მორჩილებით მიტყუებდნენ თუმცა ეს მე საშინლად მაღიზიანებდა, ამიტომ დროის გარკვეულ პერიოდში მე დემონი ჩამისახლდა სულში და გადავწყვიტე სისულელეს სისულელე დამემატებინა, სულ გამეოცებინა პარნასელი ალქაჯები, მაგრამ არაფერი შეცვლილა იმათ სახეზე, როცა ყინულის ღრუბლებს წავავლე ხელი. მე მხოლოდ ერთი დღე გავძელი მწვერვალებსა და ცის კიდეებს შორის, იქ სრულიად მარტო ვიყავი, საშინელი ქარი ჰქროდა და ქარს საიდანღაც ველური კივილი მოჰქონდა ჩემთან, ბგერები სახეში მეხეთქებოდნენ, მე მთელი ძალით ვეჭიდებოდი ყინულს, ვცდილობდი თავის შეკავებას, რადგან ვიცოდი რაც მელოდი ჩამოვარდნის შემთხვევაში. და უცებ მძიმე სიცილი მომესმა, ამას გულიანი გადახარხარება მოჰყვა და ხელი ამიცურდა, ღრუბელი დაექანა, თავის შეკავება მიჭირდა, ცალი ხელით ვიჭერდი სხეულს, მერე უნდა გაწვიმებულიყო მაგრამ მხოლოდ ხმა ისმოდა, რადგან ეს ღრუბლებს ქვემოთ ხდებოდა, უცებ დავინახე მზის სხივები, გამჭვირვალე ოქროსფერი მძივები როგორ დაცურდა გაყინულ ღრუბლებზე და ასე დაიწყო ყველაფერი. ყინულის ღრუბლები ნელ-ნელა დნებოდნენ. მე თავს ვეღარ ვიმაგრებდი, ხელი მიცურდებოდა. ახლა აღარც პარნასია, აღარც ღრუბლებია, აღარც სხივებია. ახლა არის მხოლოდ სიცოცხლე, არებობის გარეშე. მაგრამ ახლობლები მიმაგრებენ გულს, მათი დამსახურებაა საერთოდ „ახლა“ რომ არსებობს და ამას რომ ვწერ ესეც მათი დამსახურებაა, პრობლემა რაშია, ჩვენ პირველები და უკანასკნელები ვართ, ჩვენი სახეობა არსებობას გააგრძელებს მაგრამ ჩვენ სადღაც გავჩერდებით, მდორედ და უღერღილოდ, ვიღაცას გავახსენდებით და მერე ყველას დავავიწყდებით. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს რომ, ურთიერთობების დროს ისეთი პრობლემებიც არსებობს სხვა თუ მოგიგვარებს მხოლოდ, თორემ შენ ვერაფერს გააკეთებ, გამწვავების გარდა. ახლა ძალიან მეშინია შინაგანი ხმისთვის მოსმენა, აი ეს შედეგი მოიტანა მან, არ მესმის ეს ხმა დემონიგან მოდის თუ ღმერთისგან. არვიცი ამ ახირებებს სანამდე გავუძლებ. მე ვარ ადამიანი რომელსაც ახირებები მართავს და მერე სინანულს განიცდის ამის გამო. არა, არა, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საშინელი პერიოდი იყო, იმედია გადავრჩები. სიცოცხლის სიყვარული არასდროს მქონია, მაგრამ ასე მალე ნამდვილად არ მინდა თავის მოკვლა. მე არ შევეგუები, ეს დაახლოებით პრინციპის ამბავიცაა, რადგან ვნახოთ აბა რომელი უფრო ძლიერია, მე თუ დემონი, მე თუ ღმერთი, არვიცი რომელი მეომებოდა ამ დროის განმავლობაში, რომელი ახლობლობდა ჩემთან და ასე შემდეგ. არც ერთს ვამტყუნებ და არც მეორეს, იქნებ რაღაც სხვა ძალაა და მათ ტყუილად ვდებ ბრალს, იქნებ ეს მესამე ძალა მე ვარ, დემონსა და ღმერთს შორის კიარა, ცალკე. მე ადამიანებზე ვრეაგირებ, იქნებ ზედმეტი მომივიდა და დაუკრეფავში გადავედი, ამას უფრო ვაბრალებ სიმართლე რომ გითხრათ, რადგან მგონია რომ იქ შევიჭერი სადაც ჩემი ადგილი არ იყო, ის აღმოვაჩინე რომელიც არ უნდა მენახა, განსაკუთრებით ამ ასაკში ამიტომ დაირღვა ორიენტაცია და მე მოვწყდი დედამიწას, ჩემზე აღარც გრავიტაცია მოქმედებდა, აღარც მორალი, აღარც მიზანი, ოცნება, მისწრაფება, ურთიერთობა, მე გარდავიცვალე, აი ამას ჰქვია გარდაცვალება, რა კარგი სახელია, როგორ მომწონს, რომ მე ერთადერთი არსება ვარ, რომელიც სუნთქავს, ცოცხლობს და თან იცის როდის გარდაიცვალა, ზუსტად შემიძლია თარიღის დასახელება, აი ახლაც ვფიქრობ რომ ეს ჭეშმარიტებაა, რასაც ვამბობ აბსოლუტური სიმართლეა და არავის აქვს უფლება ჩაერიოს იმაში რასაც ვფიქრობ. მგონი კიდევ ახირებებს მივსდევ, დროა მათი მართვა ვისწავლო თორემ,ურთეიერთობების გაფუჭებას არ ვჩივი, ადამიანებთან მე რა საქმე მაქვს, ისევ ჩემს თავს არ ვავნო რამე, განა რომ მოვკვდე უკეთესი არ იქნება, მაგრამ ასე ტანჯვა-წამება კიარ მინდა, უცებ და უმტკივნეულოდ, ყოველგვარი განხეთქილებებისა და გამოგონილი შეცდომების გარეშე, რავიცი, აზრზე არ ვარ, სრულიად უბრალო ვარ ამ საკითხთან მიმართებაში, ვნახოთ რა იქნება, თუ სიხარული დაიკარგება, რა იქნება მის მაგივრად, არც დიდად იყო მაგრამ მე ამგვარ ყოფაში ასე თუ ისე ბედნიერებას ვგრძნობდი, ჩემი ხელით მივედი გილიოტინასთან, დასწყევლოს ღმერთმა, კიდევ დიდი დროა საჭირო გამოსაფხიზლებლად, თუ გადავრჩი საერთოდ და „კიდევ“ თუ იარსებებს, ყოველ შემთხვევაში „ახლა“ არსებობს მაგრამ ყოფნა არ ყოფნაა... ჰეჰ როგორ მეცინება, მეტის ღირსი ხარ გიორგი გოლიაძევ, მეტის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები