 | ავტორი: გოლიაძე ჟანრი: პოეზია 6 თებერვალი, 2021 |
არა, მე ჯერ ბედნიერი არავარ, საერთოდ ახლა ძალიან არეული და თითქმის აჰალუცინაცირებული ვარ. გონებაში სიმძიმეს ვგრძნობ, იქნებ მალე განიკურნოს მაგრამ არ ვიცი, რა არ ვცადე, არაფერმა მიშველა. იქნებ, ეს იმის გამოა რომ გადავიღალე, ძალიან მოსაბეზრებელია და აუტანლად შემაზარებელია როდესაც შენს ირგვლივ არაფერი იცვლება, ადამიანები გელაპარაკებიან რომ, აი ამხელა რომ გახდები და აი ნახავ როგორი იქნები და ასე და ისე და, შანსი არაა, არაფერიც არ იცვლება, ისინი ხომ წრეზე ტრიალებენ შენც გაიძულებენ დაიჯერო იმ ფაქიზი, სათუთი, მოვარაყებული და ანგელუზური ხასიათით აღსავსე მაღალფარდოვანი ფანტელებივით წმინდა და კამკამა სიტყვებით, რომლებისაც თვითონაც არ სჯერათ და მეტიც, იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ისინი რაღაცნაირი ძალით ჩაილექა მათ გონებაში რომ შეუძლებელია ამის გადავიწყება. არვიცი, რაღაც უილაჯობის და უპერსპექტივობის განცდა მაქვს, არა უარესია ის ფაქტი რომ ვიცი, ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში დაკარგული და ქარს გატანებული კიარაა, პირიქით, სატანჯველია, თუნდაც ის საშინელი სიმძიმე გონებაში, რომელიც გამოწვეულია ნერვული დაძაბულობითა და წარმოსახვითი ბუნების არეულობით. კიარ მიყალთაბანდია, იქნებ ასეც ჯობდა რომ მოვქცეულიყავი, ვინ იცის, იქნებ ეს ყველაფერი ჩემი მძიმე და არავისზე შეწყობილი ხასიათის ბრალი იყოს. აზრზე არავარ, აი ეხლა ვწერ და მავიწყება რაც დავწერე, ადრე ასე არ ხდებოდა, არ გადავირიო, ნუთუ ადრეული სკლეროზია, ჯერ კიდევ ათწლეულები უნდა მაშორებდეს იმ ბედნიერ მომენტებს როცა ყველაფერი, მდორე სიოს მკრთალი მოქროლებით წარიშლება ჩემი დაღლილი და გადაღლილი გონებიდან. და თუკი საბოლოოდ ასე უნდა მოხდეს და ამ ველურ კანონს ვერაფერს მოვუხერხებთ, მაშინ როცა ყველაზე მეტად გვესიამოვნება არაფრის კეთება, და ქარაფშუტულად მოქცევა, ასე რატომ არ ვიქცევით ახლა? არ მესმის, საერთოდ არ მესმის რატომ ითხოვენ ჩემგან დოგმატურ აზროვნებას, რატომ ეკინკლავენიან ჩემს უბრალო და ბავშვურ წარმოსახვას, რა დიდი პრობლემა ეგ უნდა იყოს ისეთი სულიერად მოუწესრიგებელი ადამიანებისთვის როგორიც გარს მარტყია, არ მესმის, ადამიანები მუშაობენ, მუშაობენ, მუშაობენ, იღებენ კრედიტებს, საერთოდ ერთი წუთი აღარ რჩებათ დასაფიქრებლად, ოღონდ დრო გაიყვანონ და ლამისაა ვაა, ოოო, ჰეეჰ, ჰჰჰჰ, ასეთი ბგერებით ამოავსონ დროებითი და უსპეტაკესი მყუდროობა. არვიცი როგორ შეიძლება ფიქრი არ გინდოდეს, ვერ წარმომიდგენია, აი სიტყვები ვერ მომიძებნია ამის გამოსახატავად, როგორც კი ჩემს აზრებს ნათელი სხივების შესაგრძნობლად მივუშვებ, მაშინვე ვიღაც მათ დაკნინებასა და აბუჩად აგდებას იწყებს. მე დღემდე ვერ შევგუებივარ ამას. მერე ადგებიან და ჩემნაირ პიროვნებებს ინტროვერტებს ეძახიან, და კიდევ არსებობენ ექსტროვერტები, რა სიაფანდია, ღმერთო ჩემო, თავს მოვიკლავ, რა ჯანდაბა სჭირთ ადამიანებს, ღმერთო მომეცი ფიქრის უნარი ან საერთოდ წამართვიო ერთმა ქართველმა პოეტმა თქვა, როგორ არ ვცადე მაგრამ ეხლა აღსარებასავით გამომდის, სიმართლე რომ ვთქვა ძალიან მინდა მოძღვარი ვიყოლიო, ასე მგონია მოძღვარი იქნება ადამიანი რომელიც მიმიღებს ისეთს როგორიც ვარ, ოღონდ არ მინდა მეაფერისტოს, ამის გამოცნობის უნარი მაქვს, თუ ასე მოხდება იმედი გამიცრუვდება, მინდა პიროვნება დამანახოს და მიჩვენოს ნამდვილი სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მის მიერ არჩეული გზის ნამდვილობა, თუ ამას შეძლებს უბედნიერეს ადამიანად მაქცევს, აი ასეთი პერსონაჟები ავსებენ ჩემს გულს სიხარულით, არ აქვს მნიშვნელობა იგი ქურდი იქნება, მკვლელი, მეძავი, (მეძავების მიმართ როგორც წესი პატივისცემასა და კეთილგანწყობას ვიჩენ) მღვდელი, ანარქისტი, მეამბოხე, არ ვიცი, რომელი საშინელი თუ შემაზიზღებელი პროფესიაც არ უნდა დამისახელოთ, გარდა რამდენი მათგანისა როგორიცაა პედოფილია, და მსგავსი ამორალური ქცევები, როგორიც არ უნდა დამისახელოთ თუკი ის პიროვნება დამარწმუნებს რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული თავის თავში არ აღიქმება დანაშაულად და იგი მისი კეთილსინდისიერების დაასამტკიცებლად და საერთოდ ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უბრალოდ აუცილებელობიდან გამომდინარეობდა, ჩემი მხრიდან კეთილგანწყობილებასა და პატივისცემას დაიმსახურებს. ანუ იმის თქმა მსურს რომ, თუკი ადამიანი კლავს პედოფილს, ჩემს გულში ღირსეულ და პატივსაცემ პიროვნებად აღიქმება, საერთოდ რაც დრო გადის, მით მეტი მნახველი ჰყავს ჩემს ბლოგს, ამის გამო გულწრფელად შეწუხებული ვარ რადგან, მნახველთა უმეტესობა ვერ იგებს ჩემს ნაწერს, ამიტომ ვწუხვარ იმის გამო რომ ნელ-ნელა ვცილდები აბსოლუტურ გულწრფელობას, მე მომავლის მწერალი ვარ, მე არ ვეკუთვნი ამ ქარაფშუტული ქმნილებებისგან ამოვსებულ აბსტრაქტულ და არაფრისმომცემ ქაოსს, რომელიც დღითი დღე უარესდება, მე არ ვეკუთვნი იმ საზარელ პერიოდს რომელშიც ხელოვნება გაუფასურებულია და ადამიანები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ჰკარგავენ, მე მოვყებოდი ამ უაზრობის შესახებ და ვამხელდი იმ მანკიერ მხარეს თანამედროვე პერიოდისა, რომელიც მომავალი თაობის აზროვნებას აცამტვერებს მაგრამ რა ჯანდაბა ვისაუბრო უაზრობაზე, წიხლით მითელია ეს ყველაფერი, ერთ დღესაც ვიცი რასაც გავაკეთებ, ვიცი როგორც გავუსწორდები ამ აურზაურს მაგრამ ოოო რა სისაძაგლეა, ღმერთო ჩემო, მე ერთმა ჩემმა ნაცნობთაგანმა შეურაცყოფა მომაყონე, მან საჯაროდ მიწოდა საკუთ თავში გაუთვითცნობიერებელი და ჩამოუყალიბებელი ხარო და კიდევ ბევრი სისულელე მხოლოდ იმის გამო რომ საკუთარი აზრი დავაფიქსირე ქრისტეს მიერ სამი დღის მკვდარი ლაზარეს გაცოცხლებასთან დაკავშირებით, კი მე ვთქვი რომ, ამის არ მჯერა თქო, ამის გამო თავზე გავიდა, ერთხანს აღარ ვუსმენდი უბრალოდ თავს ვუქნევდი, მერე მოძღვრებაში გადავიდა, შენ ეხლა სიბნელეში ხარ, მეც ასე ვიყავი, მერე ეკლესიაში დავიწყე სიარული მოძღვარი გავიჩინე და რავიცი, მე მის აზრსაც და გადაწყვეტილებასაც პატივს ვცემდი და დღესაც ასეა მაგრამ იმისთვის ვერაფერი მომეხერხებინა რომ თვითონ ასე არ იყო განწყობილი ჩემს მიმართ. მოკლედ ასეთი რაღაც თქვა რომ თავს ვინც იკლავს ყველასაგან მოძულებულიაო, ბიძაჩემმაც თავი მოიკლაო, აურია, გაგიჟდა და გააფრიანო, იმ წუთას საშინელი უცხოობა ვიგრძენი აი ეხლაც გონებაში ის ადგილი მიტრიალებს სადაც ეს მოხდა, მანამდე ვცდილობდი თვითმკვლელობაზე ფიქრი გონებიდან ამომეგდო მაგრამ, იმ ყმაწვილმა საბოლოოდ დამარწმუნა რომ ეს ჩემი გზაა, დაე ბოლომდე მომიძულონ და გამაცამტვერონ, სულ ფეხებზე მკიდია რას იფიქრებენ ჩემზე, მაინც არ ესმით, არცერთხელ არავის ჩემთვის არ მოუცლია, მაგრამ რა უნდა მოვთხოვო ამ ქარაფშუტულ არსებებს, თავშიც ქვა უხლიათ, ხო მართლა, როცა ეს მითხრა გვერდზე საზიზღარი ღიმილით გავიხედე და გალაკტიონი გამახსენდა, ერთი მითხარით რომელმა შეიძულა ამის გამო გალა, არა შეიძლება იფიქროთ რომ თუ ასეთი მძიმე აზროვნების ხარ, მაშინ რატომ უგდებ ყურს და რატომ იქონია გავლენა შენზე იმ რიგითი მოკვდავის ჩვეულებრივმა და საზოგადოდ გავცელებულმა წინადადებამო, ზუსტად იმის გამო რომ იგი ასე გავცელებულია, მე დამრჩა შთაბეჭდილება რომ მას საერთოდ არ ჰქონდა თავის პიროვნებასთან რაიმე სახის კავშირი, უფროსწორად ადრე ჰქონდა და მერე რაღაც სულელურმა მიმბაძველობამ დააკარგვინა, ამიტომ იგი იმ მომენტში საზოგადოების სახელით მელაპარაკებოდა, მე რაღაც დროის მონაკვეთში მეგონა რომ ანგელოზი იყო, ან ღვთის ხმა, რადგან მინდა დამიჯეროთ რასაც გეტყვით, ან უბრალოდ მომისმინოთ, რადგან ის ბიჭი საერთოდ სხვანაირი ბიჭია, არასდროს არავისთან არ გამოუთქვამს თავისი რელიგიური შეხედულებები, არასდროს უასაუბრია ქრისტეზე, და საერთოდ სხვანაირი ადამიანია, სხვა ფიქრები აქვს, კომპიუტერული თამაშები, სიგარეტი, რავიცი დებილობები, ქალები, ალკოჰოლი, ღამის კლუბი გართობა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. მაგრამ აზრზე არავარ, ასე რატომ მოხდა, მითუმეტეს ისეთ ადგილას სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი, თუმცა ეს მესიჯი იყო, უკუღმა მოსული, ამიტომ მე მას შესაბამის დროს სისრულეში მოვიყვან. ეს არც მუქარაა და არც ანდერძი, საერთოდ რა მემუქრება, რაში მცხელა ასეთ დებილობაზე ვიბოდიალო, მე მინდა ცოტა უფრო სერიოზულად აღმიქვან, სანამ ტყვიას დავაჭედებდე ვინმეს შუბლში, მე მინდა... ღმერთო ეს რა მოვყევი, ეს რომ ვინმე უფანტაზიო ადამიანმა წაიკითხოს ანათემას გადამცემს, გამოჩნდით, გამოჩნდით მე თქვენთან საუბარი მსურს, ნუთუ არავის შეუძლია ჩემთვის დროის გამონახვა, ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯები უარყიფილი იქნა, ადამიანებმა ჩემი გულწრფელობა ვერ აიტანეს, ამიტომ გარეგნულდ გამაბოროტეს, მათ აუგად აიგდეს ჩემი ფიქრები, ჩემი მიდრეკილება პოეზიისადმი, მესმის რომ არ გიყვარს ლექსები, ვიცი ეს ბუნებრივია, მაგრამ როგორ ბედავ და ლანძღავ მას ჩემს გასაგონად, როცა ეს ისეთი მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს მთელი ჩემი არსებობაა, ჩემს არსებას შეურაცყოფას აყენებ და არაფრად აგდებ ამ ულამაზეს და უმშვენიერეს ბუნების წიაღისგან გამოძერწილ მშვენიერებას, განა პოეტები რომ არ ყოფილიყვნენ საგნებს შესაფერის სახელს მოუძებნიდნენ ეს მართლაც რომ ქარაფშუტები?, თქვენ გინდათ დამაჯეროთ რომ სიტყვა „სიყვარული“ გულწრფელი ფიქრების გამომძერწვლის, პოეტის მიერ არაა მოგონილი და ასე თითის დატკლაცუნებით გაჩნდა ცასთან და მიწასთან ერთად? ჰეე, რა სიყალთაბანდეა, მაგრამ თუკი მას სილამაზის აღქმა არ შეუძლია რა მისი ბრალია, ლანძღვა რომ არა ქებას როგორ გავარჩევდით მაგრამ მაინც რა სიბილწეა რაიმე საგნისა თუ მოვლენის შეურაცყოფა... შეიძლება დაავადებაც იყოს, ღმერთო მაპატიე, არ ვიცი რას ჩავდივარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|