 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 8 თებერვალი, 2021 |
ვინ იფიქრებდა რომ ვიტყოდი: - რაზეც დრო ვხარჯე, ოფლი ვღვარე, სწორედ ის მკლავს და მაფიქრებინებს, რომ ერთ დროს, ტყუილად მიბრწყინავდა გული და თვალი...
როგორ მძულს თავი, როცა ვგრძნობ წარსულ გულუბრყვილობას. რას ვიფიქრებდი ასე ცივად თუ შთანთქავდა იმ სიყვარულს დრო და კედლები. ლამის ეჭვიც კი შევიტანო: - ის მე ვიყავი? - ასე მიყვარდა? მაგრამ ჯერ კიდევ სველი იყო საძირკველი და ზედ იმედებს ვამყარებდი, ვაწყობდი გეგმებს, მისახვედრად არც კი მეცალა, თავფეხიანად როდის ჩავყევი...
მთვარის ნათელქვეშ ვწვები გულზე ხელდაწყობილი. შავ მდინარეში ჩაგდებული, სიზმრის საჭერი ბადისამარა. ვრეპეტიციობ, თუმცა არ ვიცი რას? რად უნდა სიკვდილს რეპეტიცია?!
იქ კი, სიზმარში, აივნიდან გადავარდნილ ქოთნის ყვავილებს ბზარიც არ აქვთ და მაკვირვებენ, როცა მიწაზე უკუღმა დაყრილები წაღმა ხარობენ, ჩემს სართულამდე უსწრაფესად იზრდებიან, შრიალებენ, არა მტოვებენ.
გულუბრყვილობა, - ჩემი ავი დედინაცვალი, მოვკალ, მივფალი, მაგრამ მაინც მძულს. დავაგვიანე, თავს ვეღარ ვშველი. ჩემი ცრემლები თან გაიყოლა, უცრემლოდ კი... ასე გამოდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ,,გულუბრყვილობა, - ჩემი ავი დედინაცვალი,''- ჩვენთვის ავი და სხვისთვის ალბათ სარფიანი და მომგებიანი. კარგია. ,,გულუბრყვილობა, - ჩემი ავი დედინაცვალი,``- ჩვენთვის ავი და სხვისთვის ალბათ სარფიანი და მომგებიანი. კარგია.
4. სულ მომწონს და მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვსგვარია აქ ყველაფერი, მაინც მომწონს, რომ ასე სხვაგვარი და საშიშად ლამაზია..... სულ მომწონს და მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვსგვარია აქ ყველაფერი, მაინც მომწონს, რომ ასე სხვაგვარი და საშიშად ლამაზია.....
3. მომეწონა კარგია . (მესამეს გამოკლებით) მომეწონა კარგია . (მესამეს გამოკლებით)
1. გულუბრყვილობა ავი ვერ იქნება :)
რა კარგი ნაწერია.
გულუბრყვილობა ავი ვერ იქნება :)
რა კარგი ნაწერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|