ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ვშობთ ტენდენციას ნაკეც ნეტარის ვნებას ვერ ვუქმნით რადგან ანტიდოტს. შენა ხარ ჩემი ყველა დეტალი ნეტა გესმოდეს... ნეტა აქ იყო....
ანტიდოტები არააქვთ ვნებებს, დაჟანგულ ხორცში არ სურს სულს წოლა. დღეები თავებს ინადგურებენ, მიენდე გრძნობას არასრულწლოვანს.
გამოვადექი მო, მე სიკამურს, ვრწყავ შენი სულის სავსე კიდობანს. მომეცი შუღლი შექმნილ სიყვარულს! დიდება ომს და არა მშვიდობას!
შენი სტრიების გულთან მიტანა როგორ მინდოდა, გესმის? მო, ისევ. თუ ხელოვნების მოკვდა ინტიმი კედელი კედელს აღარ მოისმენს.
გთხოვ, შენი დედაც! ოღონდ მოკეტე! დამპალ ჩასუნთქვას უაზროდ კარგავ. ცხოვრება, როცა შენით მოქმედებს, გაჟიმე, თანაც გაჟიმე კარგად!
შენი სტრიების მსურს ინტიმს ვკვეთდე, დაძრული სისხლი ჟონავს ლოგინში და ეუბნება კედელი კედელს; კუთხეს მოგისჯი!
ვერ გავექცევით ახალ " კოვიდებს " ყოველთვის სურდა სხეულს სულობა. შენში ღმერთს უნდა, რომ შემოვიდეს როგორც სისხლიან დაბნეულობას.
რა ბუნდოვანი და რა უხეში.. არის ცრემლები; სხვების სასმელი. მო, შეიყუჟე სადღაც კუთხეში როგორც დასჯილი პირველკლასელი.
არარაობით დღეს მო, ცა ტირს, კომფორტულია უფალით ყველა. უსმინე კედლებს გთხოვ, მოცარტივით მხოლოდ კუთხეში იპოვნი შველას.
მტვერი ეძახის წიგნების გვერდებს; აღარ მოხვდები ახლა ცუდ ხელში და ეუბნება კედელი კედელს: დაგელოდები მუდამ კუთხეში.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2021 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია. საინტერესო და ვფიქრობ არასაწითელხელოც მაინდამაინც ;) +++ კარგია. საინტერესო და ვფიქრობ არასაწითელხელოც მაინდამაინც ;) +++
1. კედელი კედელს არასდროს ეტყვის „შეაყარეო კედელს ცერცვი“ რადგანაც ესმის. კედელი კედელს არასდროს ეტყვის „შეაყარეო კედელს ცერცვი“ რადგანაც ესმის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|