ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2021


დამალობანა


ერთხელაც  დავწერ იმის შესახებ,
იელის ვარდებს როგორ ვყვარობდი.
როგორ იდგნენ წელგამართულნი,
ზურგით ჩემკენ,
პირით მზისაკენ.
არ ვუმალავდი,
სათითაოდ,
ყველა ლექსს ვუკითხავდი,
არ იმჩნევდნენ,
მაგრამ მისმენდნენ...

ვუყვარდი დედას,
ამიტომაც არ ვაკითხებდი,
დღემდე ვუმალავ...
მამას არასდროს ვყვარებივარ,
თავადაც მიკვირს,
რად ვუმალავდი?
შვილებს ვუმალავ,
ბიჭსაც, გოგოსაც.
ქმარს? არასოდეს!
ისიც არ მინდობს,
კარგიაო მეუბნება,
ყველა ლექსზე თანაბარი
ინტონაციით...

ნუ შემიყვარებთ,
დაგემალებით.
იელის ვარდებს დაემსგავსეთ და
მე მეყვარებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები