ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2021


მე რომ...

---------------------------
მე რომ კაცი მეგონა,
(ვთვლიდი ახლო მეგობრად)
ვიმეტებდი დასტურის საფიცად!
თურმე,ეშმაკს ემონა,
გადაიქცა დემონად!
"მეგობრობა" მასთან განიმტკიცა...
მე რომ გულში ჩავისვი,
(თურმე თავზედ დავისვი),
ვუნაწილე სიყვარული,სითბო!
რა ვიცოდი,-ჩაისვრის?
საკლავ ტყვიას გაისვრის...
მზაკვრობას და ჩათლახობას ფიქრობს!
ახლაც,ვცდილობ შველებას,
თუკი რამ ეშველება!
რომ ვაქციო სუფთა სულის კაცად!
მითხრეს-რა გეშველება?...
ნუ იცდილებ "შენებას",
რაც თავისით დაინგრა და გაცვდა...
რა ვქნა,ვერ ვუღალატე,
ჩვევას ისევ ჩემეულს,
მოყვასს ისევ გვერდში დგომა უნდა...
თუმცა ვიღებ ქმედებას,
სიყალბეში შერეულს,
მობრუნებულს "არა სახარჯ" ხურდად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები