| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 26 თებერვალი, 2021 |
გუშინ "იყიდა",-დღეს ყიდის! თან-საბოლაო შესყიდვით... ალბათ,ქვა ზიდა რიყიდან, ანდაც,-ხელფასით იყიდა... იქნებ,სამი ან ოთხი აქვს? ხუთი,ათი ან ათასი... ვინ სთქვა,-იმიტომ ყიდისო, -ნაწყევლია და ნათარსი? შენ ერთის ყიდვაც ვერ შესძელ, (სხვა რომ ცხვირწინ დებს საყიდებს), მშიერი არ მოვკვდეო,-და ცოლის ბეჭედიც გაყიდე!... დაღონებული ზიხარ და იხოცავ ცრემლებს(ნატირებს), ამბობ,-ამ დღეში ჩამგდების, მე, მართლა დედა ვატირე!... ნეტავ,ერთი მეც მქონოდა, "შავ დღისთვის" გადანახული... "გაყიდვის" მერე რომ მეთქვა, -თავზე მაინც მაქ სახური... გული მომეგო "კლიენტის", -შენ რომ გჭირდება? მე ვყიდი, "პოსლეზე" მოგცემ,თუ არ გაქ, ნასესხებ ფარის შესყიდვით! იყიდე? რაით იყიდე... ვინ ვის მოსთხოვა პასუხი? სულ ერთ ადგილზე კიდიათ, ყელში რომ მოგწვდნენ მარწუხით... გეტყვიან,-მაშინ გეფიქრა, ფარა-ცხვირწინ რომ გეკიდა! ის ცხვირიც წიგნში არ გერგო, არ სჯობდა,-რაცხა გეყიდა? ახლა,იჯექ და ფშუკუნით, სხვის ნაყიდს ავლე თვალები... იხადე პურის საყიდლად, თხუთმეტი ბანკის ვალები! შანსი ხომ გქონდა,მის დროზედ, ასის სამყოფიც გქონოდა? ათ ბინას დამატებული, ოცი მანქანაც გყოლოდა... -ღმერთო,სამშობლო მიცოცხლე! სავალად ეგ გზა არჩიე? სიბლაყვეში რომ გითვალეს, მის დროს რომ ვერ შეამჩნიე, მოი,ამეღამ ნადი მაქვს, დაჯე,სიმინდი არჩიე!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგად გამოგდით სატირა(ლი).
კარგად გამოგდით სატირა(ლი).
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|