ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ბერიძე19
ჟანრი: პროზა
27 თებერვალი, 2021


ლალისფერი შემოდგომა


-რაიყო ბიჭო ფილიპე რას ჩამოგიყრია ყურები?! კისკისით შემოუარა ტბას ეფემიამ
და გავარვარებული ნეკერჩხლის ქვეშ ჩამომჯდარ ბიჭთან მივიდა მისასალმებლად
-გამარჯობა ეფემია, აქ რა ქარმა გადმოგაგდო?! ფეხზე წამოიჭრა უმალ
-განა ყოველ დღე ამ გზით არ ვბრუნდები შინ...
-ხო, მართალია... მოდი ცოტა ხანი ჩამოჯექი, დაისვენე
გრძელი, შემოდგომასავით ფერადი კაბით შემოსილი , იქვე ნეკერჩხლის ძირას  ჩამოჯდა, მთელი მიწა წითელი ფოთლებით მოქარგულიყო
-აბა მომიყევი ახლა რა მოგივიდა, რა ხანია უკვე გიცნობ და ამ ბოლო ხანს შეცვლილი მეჩვენები, რა ამბავია შენს თავს?! ფილიპეს ბავშვობიდანვე იცნობდა, ასეთი უცნაური კიდევ მის დღეში არ ენახა
-იცი რაშია საქმე...
-მითხარი ხო, მითხარი რა ხდება
-არა არაფერი, არაფერიც არ ხდება
-ფილიპე... დაჟინებული მზერა მიაპყრო ეფემიამ, მისი თმებიც ისე ვარვარებდნენ წითლად როგორც მის თავსზემოდან მომზირალი ნეკერჩხალი, სახეზე კიდევ მზის ნაკოცნი დასტყობოდა, მთელი სახე ჭორფლებს დაჰფარვოდა
-ეფემია, იცი რა მინდა გკითხო, ვთქვათ და ვიღაც მოგწონს. ხშირად ხარ მასთან ერთად, მისი სული გიყვარს...
-ოჰოო ხედავთ რაში ყოფილა საქმე... გაეღიმა ეფემიას
-არაფერიც არ უნდა მეთქვა შენთვის
-არა ფილიპე, მიდი გააგრძელე მოყოლა, გპირდები აღარ შეგაწყვეტინებ და ბოლომდე მოგისმენ, მითხარი აბა ვინ არის, მე ვიცნობ?! როგორია?!
-  იცი რა მაინტერესებს, შენი აზრით როგორ მივახვედრებ რომ მომწონს?!
-შემოდგომაზე ესაუბრე ფილიპე, შემოდგომა უწილადე. რა ჯობია შემოდგომას, ამ დროს ხომ ყველაფერი სხვაგვარადაა შემოსილი, გრძნობებიც... შემოდგომაც მისი ფერებით ზღაპარში გამყოფებს. ჰკითხე შემოდგომა თუ უყვარს, მერე კი არ გამოგელევათ სალაპარაკო, რა ჯობია ლაპარაკობდე და უყურებდე ამ სიფერადეს, თავსხმა წვიმაში მირბოდე, გზას ელვა გინათებდეს და ქუხილი გესაუბრებოდეს. იმდენია სალაპარაკო რომ... ეფემია წამოიმართა, ფოთლებს ფეხს ადგამდა და, საამურ ჭრაჭუნს უშვებდნენ, ძირს მოფენილი წითელი ნეკერჩხლის ფოთლები
-ეფემია!
სიტყვა მიაწია ფილიპემ
-გისმენ, ფილიპე
-ეფემია, შემოდგომა გიყვარს?! ❤️

                                              ნინო ბერიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები