ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კარი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2021


სათამაშო

გატეხილი სათამაშოების ნაგავსაყრელზე მეტად სევდიანი არსებობს კი განა რაიმე? ზოგს თვალი აკლია, ზოგსაც ხელები, ზოგს რა აღარ.. თუნდაც ხალები დაუფიქრებლად დაუნანებლად... 
გადაყრილები , უმისამართოდ.

გატეხილი სათამაშოების ზღვა, ლამაზი სასაფლაოა, სილამაზეს ამოფარებულა , სევდა რომ თვალი მოგვაჩვენოს მიგვიტყუოს შეგვაყვაროს ეს ნაგავსაყრელი

რომელიც ცარიელია და თან ბოლომდე სავსე , პლასტმასის გვამებით..  შემთხვევით მოსროლილებსაც მრავლად იპოვით
სულაც ახლები, შენახულები და
მაინც უკიდეგანოდ ობლები მარტოსულები

უპატრონოები,  გაუხსნელები
შეუვსებლები დაკარგული სითბოთი

პირღია და თვალებ გაშტერებული
დიდ წამ-წამება თოჯინები

აქ მრავლად არის... მრავალი სუნთქავს , ცოცხლობს გვამებში
მათთვის არავის უთქვამს , რომ მოხვედრილან ნაგავსაყრელში

და მიამიტურად სჯერათ , პატრონი გასულია სკოლაში ანდაც ბაღში
ან სულაც სძინავს , დავიცვათ სიჩუმე
არ გამოვაღვიძოთ...
ვინც მომსვლელია, ის თითონ მოვა
ის მაინც მოვა...

შეკოწიწებულადნ ერთად, გადასარჩენად მიიწევენ , ზოგი ფეხს ნათხოვრობს ზოგიც ყურებს უცვლის
ცხვირში და ასე ერთდებიან
გაბზარული სათამაშოები, მოლოდინისგან გადაღლილები
დამშეულები, დათრგუნულები

და მაინც ასე წყნარად,  გაჩუმებულან

პატრონობენ ერთმანეთ, უვლიან და ზრუნავენ ზოგსაც უკვე სძინავს, ზოგიც კვდება ზვინში, იმდენი რამ აკლია
მხოლოდ მთლიანი ნაწილებით
სავსე, მხოლოდ ახალი, უმისამართოდ მოსროლილი თუ გადაარჩენს
თუ შეიფარებს, თუკი დაიცავს

გაუპატრონებს ყოფას , და ამ უძრაობაში , იხსნება
კარი, კარი რომელსაც ყველა ელოდა... მიტრიალებულ მოღრეცილ თავებს თუ ფეხებს , სიხარული
გამოსახვიათ ეიფორულ შიშნარევ სახეზე, იღება კარი თითქოს პატრონი
მოსჩანს მაგრამ ჩანს მხოლოდ ჩრდილი,
ჩრდილი ხელების...
შემდეგ სიბნელე
მორიგი სათამაშოს დაცემის ხმა...

ისევ სიბნელე

ისევ იმედი...
ისევ იმავე,
და ცარიელი გაოცებული  მინის თვალები ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები