ყავაა ძვლები, დრო მას დაფქვავს ახალ ტრავმისთვის, ვან - გოგისავით სუფთა არის სული და ცები და ფეხშიშველიც ვერ იცეკვებს წვიმა თავისით, ჰო, ასე ვიხშობთ ჩემო გიჟო, სურვილს კაცები.
ვხედავ; ფეხები როგორ სხედან ფანჯრის რაფაზე გადააგდებენ თავს ადვილად ალბათ ისინი. ქარია გარეთ, ოთახიდან ხედი მაფასებს, კანის ტექსტურა ფანჯარასთან ერთად იცინის.
მე ზეთოვანი ჩიტებივით წყლისგან მომგლიჯეთ, პოეტის ხიბლმა ცის ნარმაზე თვალი მოკრა მზეს. მცივან საწოლზე ჩემო გიჟო, როცა მიჯდები მე მხოლოდ მაშინ აღარ ვფიქრობ თავის მოკვლაზე.
ქარია გარეთ და უფრო შორს არის მორევი, ფრთა უნდა მქონდეს, იგვიანებს ფრენა; თუ იცი? აქ პოეტები თვითმკვლელობას იმეორებენ, ეფლირტავება ოთახიდან ხედი სუიციდს.
დავედი ფსეკრზე, უმოძრაო დროის ქვიშამდე, სისხლდაწურულმა პოეზიამ ვარდთა დასი სხლა. მინდა, პოეტიც, სიკვდილამდე რამეს ნიშნავდეს, ვვარდები გიჟო და სხეულმა სული დასისხლა!
მიწა ჩემს გულში სამუდამოს დაეძებს ადგილს და შეხვედრამდე ცა იმზადებს შიშით ნიშადურს. გადასახტომად დრო არის რომ რაფაზე დავდგე, წევს და მიშა დუმს! ჰო, ქარდაქარ, წევს და მიშა დუმს!
ნეტა სადა ხარ... მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2021 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|