შემზარავი სიმშვიდიდან დინებას წყვეტენ სიზმრები. იზრდები, როგორც ქარში ტალღის იზრდება ღელვა. მე ვარ, შენს ტკივილს ხელს რომ ვახლებ, გულზე რომ ვიწყობ. სულს რომ ვუბერავ, რომ ვეხვევი შენს სევდას - მე ვარ..
დამიგულებ და დიდგულდები. მე კი, ვიმღვრევი.
ვბედავ თვალების გახელას და მზის გულზე წოლას. ძრწოლა აიტანს, რომ ვერ მნახავს სხივი სიბნელის, რადგან სიზმრები უსიტყვოა, უხალხო, უხმო.- სიცარიელეს ზუზუნებენ ჩემი სიზმრები. დაძრწიან ჩუმად, დამეძებენ, ჰგონიათ ვუხმობ.. ჰგონიათ მოვალ..
მივიწყებული ამბის სევდას სდუმს კლავესინი. მე კვლავ ტალღები, მიქცევები, ზღვა დამისიზმრებს, შენ დაისიზმრებ თეთრ ამინდში უჩემო შობას. სადაც რძის სუნი არ ექნება არცერთ ალიონს, გაეფანტება ბნელ კადრებად გოგენს ფერები.
შენი ტკივილის პიქტოგრამებს გულზე დავიწყობ - არყოფნიდან მოგეფერები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. დიდი ვერაფერი კი არა.. ძალიან გამახარეთ :) დიდი მადლობა <3 დიდი ვერაფერი კი არა.. ძალიან გამახარეთ :) დიდი მადლობა <3
9. რა მაგარია!!! ამის დასაწერად შემოვედი საიტზე... დიდი კი ვერაფერი დაგიწერეთ, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ რომ წერთ, ისე უნდა! <3 რა მაგარია!!! ამის დასაწერად შემოვედი საიტზე... დიდი კი ვერაფერი დაგიწერეთ, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ რომ წერთ, ისე უნდა! <3
8. შენი ტკივილის პიქტოგრამებს გულზე დავიწყობ - არყოფნიდან მოგეფერები. შენი ტკივილის პიქტოგრამებს გულზე დავიწყობ - არყოფნიდან მოგეფერები.
7. მადლობა, ასეთი შეფასებისთვის, ანანე<3
შენიშვნებიც მინდა, თორემ მგონი, ვეღარ ვწერ. იქნებ მიშველოს:) მადლობა, ასეთი შეფასებისთვის, ანანე<3
შენიშვნებიც მინდა, თორემ მგონი, ვეღარ ვწერ. იქნებ მიშველოს:)
6. სიამოვნებას ვიღებ იმდენად დახვეწილად წერ, არაფერი ზედმეტი, არაფერი ნაკლები. სიზუსტე არ მიყვარს, მაგრამ ეს სხვანაირი სიზუსტეა. კი არ ვიცი გასაგებად ვამბობ თუ არა, მაგრამ ძალიან მაგარია. სიამოვნებას ვიღებ იმდენად დახვეწილად წერ, არაფერი ზედმეტი, არაფერი ნაკლები. სიზუსტე არ მიყვარს, მაგრამ ეს სხვანაირი სიზუსტეა. კი არ ვიცი გასაგებად ვამბობ თუ არა, მაგრამ ძალიან მაგარია.
5. მადლობა, თქვენ :) მადლობა, თქვენ :)
4. გოგონა რომ იყავით, ამ ლექსით მივხვდი :) სევდიანი ხმა, ჟანგისფერი თაბახის ილუზია, მუქი ჩაის გემო და თავისებური ემოცია მოტანა. მადლობა, კითხვით ვისიამოვნე! გოგონა რომ იყავით, ამ ლექსით მივხვდი :) სევდიანი ხმა, ჟანგისფერი თაბახის ილუზია, მუქი ჩაის გემო და თავისებური ემოცია მოტანა. მადლობა, კითხვით ვისიამოვნე!
3. ირმა:)) რა ცუდი სიტყვაა ორივე:)) რა კარგია, რომ აღარ:)) <3
მადლობა ირმა:)) რა ცუდი სიტყვაა ორივე:)) რა კარგია, რომ აღარ:)) <3
მადლობა
2. სუულ სულ თავიდან, მეგონა , რომ ერთი ჩვეულებრივი ლექსიწერია გოგო იყავი :)
კარგა ხანია ასე აღარ ვფიქრობ <3
სუულ სულ თავიდან, მეგონა , რომ ერთი ჩვეულებრივი ლექსიწერია გოგო იყავი :)
კარგა ხანია ასე აღარ ვფიქრობ <3
1. +5 მშვენიერია +5 მშვენიერია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|