სერგეი ესენინი - ო, რა ღამეა განსაკვირველი!
ო, რა ღამეა განსაკვირველი! პირბადრი მთვარე ცაზე აცოცდა, თითქოს დაბრუნდა სულში ძირძველი, გადაკარგული ყმაწვილკაცობა.
ო, მეგობარო უკვე განვლილის, ტრფობად ნუ რაცხავ თავის შექცევას, უმჯობესია მთვარის არილი ჩემს სასთუმალზე თუ მოექცევა.
რათა მნათობმა, შუქის მფინარემ გამხადოს მრუდე ნაკვთთა მზირველი, - რომც ცადო, ვეღარ გადამიყვარებ, ვით შეყვარება ვერ შეიძელი.
ტრფობით ერთხელ ვართ მირონნაცხებნი, ჩემად ვერ ჩაგთვლი, სხვისი მლოცავი; მსგავსად გვიხმობენ მათკენ ცაცხვები ნამქერმიყრილნი ხელისმოცარვით. მშვენივრად ვუწყით ახლა ორთავემ მთვარის ლილისფერ ამონარეკლში, ცაცხვებს ყვავილთა ნაცვლად მორთავენ მარახული და თოვლის ფანტელი.
შენ სხვა დათმე და მე - სხვა ადვილად, დავრჩით საკუთარ თავის ამარა და ორივესთვის ვითომ ნამდვილმა ტრფობის თამაშმა აზრი დაკარგა.
მაინც დამკოცნე, გული გამითბე, ნებას გრთავ ცბიერ ბაგით მადიდო, რათა მესიზმროს მუდამ ვარდისთვე და ის, ვინც მიყვარს სამარადისოდ!
17 მარტი, 2021 წ.
Сергей Есенин - Какая ночь! Я не могу
Какая ночь! Я не могу. Не спится мне. Такая лунность. Еще как будто берегу В душе утраченную юность.
Подруга охладевших лет, Не называй игру любовью, Пусть лучше этот лунный свет Ко мне струится к изголовью.
Пусть искаженные черты Он обрисовывает смело,- Ведь разлюбить не сможешь ты, Как полюбить ты не сумела.
Любить лишь можно только раз, Вот оттого ты мне чужая, Что липы тщетно манят нас, В сугробы ноги погружая.
Ведь знаю я и знаешь ты, Что в этот отсвет лунный, синий На этих липах не цветы - На этих липах снег да иней.
Что отлюбили мы давно, Ты не меня, а я - другую, И нам обоим все равно Играть в любовь недорогую.
Но все ж ласкай и обнимай В лукавой страсти поцелуя, Пусть сердцу вечно снится май И та, что навсегда люблю я.
30 ноября 1925
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|