შენ უწესო მორწმუნე ხარ. თუ ღმერთი გწამს, უნდა იწამო ისე, როგორც მიღებულია. ვალდებული ხარ ღმერთი ჩასვა წმინდა მამების მიერ შეკრულ ვიწრო ჩარჩოში. ისე განჭვრიტო, როგორც ისინი მიგითითებენ.. დანარჩენზე თვალი დახუჭე, ყური დაიხშე. მაშინაც კი - სინას კოდექსზე, თუ გსმენია. იწამე ისე, როგორც წესია: რომ ღმერთს ერთხელ შეეძლო მოსვლა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც არსებობის უმეტესი გზა მოვიტოვეთ; მხოლოდ კონკრეტულ რიტუალს ხედავს; რომ დანარჩენი დედამიწა ცოდვის შვილია, ვინც განსხვავებულ ლოცვას აღავლენს; ვინც სხვა სახელით უხმობს უფალს, ვინც ტრანსცენდენტულ ბგერებს უგზავნის. ან თუ, მსგვსად ვივეკანანდას, რელიგიებს უსასრულო ოკეანეში ჩამდინარე ნაკადებად განიხილავ. ან, თუ ვერ დაძლევ უფლისკენ მიმავალ გზაზე ბიუროკრატიულ ბარიერის უხერხულობას შენ, უწესოს დაგმოძღვრავენ წესიერი მორწმუნეები, გზაარეულს შეგიბრალებენ. თითს დაგიქნევენ, ქვის სროლასაც არ დაგზარებიან. ხოლო, ფარსაგი თუ შეგემთხვევა, ისინი შვებით იფიქრებენ, "გმადლობ უფალო, მისნაირი რომ არა ვარ, რომ არ დამსაჯე."
ნეტარ არიან წესიერად მორწმუნეები, ნეტარ არიან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი საინტერესო ამბავია...მგონია ბევრმა უნდა წაიკიოთხოს,მაგრამ გავზარმაცდით აქ... აქაც. კარგი საინტერესო ამბავია...მგონია ბევრმა უნდა წაიკიოთხოს,მაგრამ გავზარმაცდით აქ... აქაც.
1. “შენ, უწესოს დაგმოძღვრავენ წესიერი მორწმუნეები, ,,,,, თითს დაგიქნევენ, ქვის სროლასაც არ დაგზარებიან.“
ზუსტად ეგრეა სამწუხაროდ
“შენ, უწესოს დაგმოძღვრავენ წესიერი მორწმუნეები, ,,,,, თითს დაგიქნევენ, ქვის სროლასაც არ დაგზარებიან.“
ზუსტად ეგრეა სამწუხაროდ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|