 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 21 მარტი, 2021 |
ოთხი წუთია ექვსის. სულ ცოტა დრო მაშორებს თენების წამებს. როგორც ანდერძს, მეც ისე - წინარე წერილს ვწერ სრულ ჭკუაზე მყოფი და სრულად ფხიზელი. ოღონდ, რა ძალამ გამაღვიძა, არ ვიკვლევ, არამც! მიკვირს სიტყვების, ძილბურანიდან რახარუხით რომ ჩამოდიან და თანაც, მთხოვენ, თუ მაიძულებენ ვწერო.
რა სიხარული ჩავიყოლე ნეტავი ძილში, ან რა განცდა? პოეზიის დღედ წოდებულ დღეს დავაბრალო, თუ გაზაფხულის ბუნიაობას? იქნებ ურაკზე, უცნობი „მათეს“ წუხანდელი კომენტარები მოქმედებს ასე?!
ნეტავ იცოდეთ, როგორ უსაშველოდ განვიცდი, რომ მიზეზებით გატაცებულს, მიზნებისკენ არც გამიხედავს. როგორ მინდა, რომ უფრო გასაგები ვიყო. როგორ მინდა, რომ მსგავსად ვამბობდე, სასიამოვნოდ:
„ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!“ ... „თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა, რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე“
მაგრამ სად გალაკტიონი! სად მე...
და რომც შემეძლოს, სიტყვის, ნიჭის და მუსიკის, ხმის ტემბრის, თუ ინტონაციის, თავდაჯერებულობის და სიმამაცის ეს კომბინაცია გაივმეორო ახლა, - სიბრიყვეა! ნიშნავს ვბაძავდე და... წერტილი!
ვერ გავამტყუნებ ვერავის, ვისაც გაჰკვირვებია, პოეზიას რატომ უნდა ვარქმევდე იმ „ნაცოდვილარს“, სადაც ყოველი აზრი, საკუთარი თავის კვლევაა მხოლოდ. მითუმეტეს თუ, ჩემ ლექსებს მუდმივ შლეიფად დაჰყვება თავის მართლება, ცრემლი - ღილებად, ღილკილოებად - ღიმილი. თვითირონიის კორსეტი, იმისათვის, რომ სუნთქვა შეიკრას, ხოლო გვირისტად ბოდიშები, - თუ რატომ ვერ ვფლობ, გენიალურ კომბინაციას. თავის ძებნაში რომელ გზას გავყვები ხომ სულერთია? რადგან ვინც არ ეძებს იმთავითვე დაკარგულია. ხომ მეთანხმებით? პოეზია კი ერთადერთია რაც მე მარწყულებს, მე მხოლოდ ამ გზით არ ვიფიტები.
მერე რა, რომ განთიადისას ხის ტოტებს შორის მოფუსფუსე ობობას ვგავარ?! მხოლოდ ვერ გამიგია, თუ არც მასავით დახვეწილ ქსელს ვქსოვ და არც მწერების მოსანადირებელ პოლიგონად მჭირდება, ხის იმ ორ ტოტს რისთვის უნდა ვაკავშირებდე? მხოლოდ იმიტომ რომ მზე გავატარო და ნამი ვიპკურო? ნეტავ ვიცოდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ლელა, გმადლობთ. ლელა, გმადლობთ.
7. ნაცნობი განცდაა. პოეზიაც ესაა, სხვის განცდებთან უნისონში აჟღერება. "ვერ გავამტყუნებ ვერავის, ვისაც გაჰკვირვებია, პოეზიას რატომ უნდა ვარქმევდე იმ „ნაცოდვილარს“,სადაც ყოველი აზრი,საკუთარი თავის კვლევაა"
სომერსეტ მოემისთან ამოვიკითხე მსგავსი ბრძნული აზრი: ლაშქრად მოვარდნილ ლიტ. ნაწარმოებთა ფონზე, ავტორი იმ სიამოვნებას უნდა დასჯერდეს, მხოლოდ, რასაც აზრებისგან განთავისუფლება იწვევსო.
ნაცნობი განცდაა. პოეზიაც ესაა, სხვის განცდებთან უნისონში აჟღერება. "ვერ გავამტყუნებ ვერავის, ვისაც გაჰკვირვებია, პოეზიას რატომ უნდა ვარქმევდე იმ „ნაცოდვილარს“,სადაც ყოველი აზრი,საკუთარი თავის კვლევაა"
სომერსეტ მოემისთან ამოვიკითხე მსგავსი ბრძნული აზრი: ლაშქრად მოვარდნილ ლიტ. ნაწარმოებთა ფონზე, ავტორი იმ სიამოვნებას უნდა დასჯერდეს, მხოლოდ, რასაც აზრებისგან განთავისუფლება იწვევსო.
6. მუხა, კარგი ადამიანი ხართ თქვენ, იხარეთ. მუხა, კარგი ადამიანი ხართ თქვენ, იხარეთ.
5. ძალიან, ძალიან მომეწონა მთლიანობაში , ბოლოდან მეორე ნაწილი კი, გულწრფელად გამოხატავს ავტორის ინტროვერსიულ განცდებს. სუფთადაა ლექსიკაც,, თუმცა ერთ ადგილას სიტყვა "სისულელეა" -ს, მაგივრად (სიბრიყვეა) ს.
ძალიან, ძალიან მომეწონა მთლიანობაში , ბოლოდან მეორე ნაწილი კი, გულწრფელად გამოხატავს ავტორის ინტროვერსიულ განცდებს. სუფთადაა ლექსიკაც,, თუმცა ერთ ადგილას სიტყვა "სისულელეა" -ს, მაგივრად (სიბრიყვეა) ს.
4. :)
გმადლობთ. :)
გმადლობთ.
3. ფინალური სტროფი იყო ძალიან კარგი. სიტყვას თავისი დაუწერელ - მიუწვდომელი კანონები აქვს და ამითაა მშვენიერი მასთან ჭიდილი ალბათ, ხან გიშვებს თავის საზღვრებში და ხან გაგდებს... გმადლობთ. არც მიფიქრია, თუ მიაქცევდით ამდენ ყურადღებას ჩემს პატარა კომენტარს, წარმატებები. ფინალური სტროფი იყო ძალიან კარგი. სიტყვას თავისი დაუწერელ - მიუწვდომელი კანონები აქვს და ამითაა მშვენიერი მასთან ჭიდილი ალბათ, ხან გიშვებს თავის საზღვრებში და ხან გაგდებს... გმადლობთ. არც მიფიქრია, თუ მიაქცევდით ამდენ ყურადღებას ჩემს პატარა კომენტარს, წარმატებები.
2. მადლობა, მეც გილოცავ :-* <3 მადლობა, მეც გილოცავ :-* <3
1. ზოგჯერ, თქვენი განწყობები ისე გადმოდის ჩემზე. ან, უბრალოდ, ასე ვარ.. ყველაფერი სისულელეა. :/
პოეზიის დღეს გილოცავ<3 ზოგჯერ, თქვენი განწყობები ისე გადმოდის ჩემზე. ან, უბრალოდ, ასე ვარ.. ყველაფერი სისულელეა. :/
პოეზიის დღეს გილოცავ<3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|