ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2021


***

სდუმს, ანარეკლად დარჩენილი წვიმის ,,ეული''
და დარჩენილი მარტოდ მარტო მელანქოლია,
და იტანჯება ჩემი რვეული,
და წიგნი რომლის არსებობა გამიგონია,
რომ არ არსებობს არაფერი, არაფრის ჩათვლით,
რომ ყველა ფერი ალგორითმია,
ზეცაზე ღრუბელთ მოქარგული პატარა ჩანთის,
და გაფრენისკენ მიმავალი ტერიტორია,
იღიმ, დაწერე ხვალ შექმნილი ფერადი ფანქრით,
გაღიმებული გზატკეცილი ჩემმი მგონია,
და ი-ა , ნატვრით ....
რომ გაზაფხულის შესადარი დაქრის თოლია,
ზამთარში - ზამთრით ....
ჩანთით რომელიც ამ სამყაროს მონაზონია,
და მმონოლოგი დრომ რომ შთანთქა,
და განაქურდი ღამეების პერიფერია,
და პირდაპირი , წინ მავალი უკუსვლით ხალხი,
თეთრი ხალათი, საძინებლის როდინდელია ?
როდინდელია ეს ნახატი ?
,, თეთრი ხალათი '' საგიჟეთის რომი ჩემია,
ჩემია შენი ვიწრო ნახატი,
და წარმოდგენის წრიული ხაზი,
წრიული რვა და წრიული ცხრაც კი ...
რომ ზეცის მერე ერთი შენია,
ფერებს თუ გაშლი,
ფრთებს თუ უმღერებ, რომ გიგემია,
ობმოდებული სიოსის ლანდი ,
და ანარეკლი წყლიან გუბეში,
უწყლოდ ეწება ამ ჩემს ნახატზე,
და დასაშვებად იყო აღმართი,
გადასარჩენად ეკიდა მახე ...
წვიმის ალერსით შეშინებულ მკვდარი ამათი,
და ცოცხალთ მფრქვევი ეს შენი სახე ,
რომ არ გამართლი,
რომ გაგამართლე.
რომ წვიმა იყოს თუნდაც ამათი,
ვისია აქ ხე ?
ფოთლებს რომ ასე ყრიდა ქალაქი,
ქალაქში, ქარი რომ დავინახე,
ვისია თეთრი ფერის ხალათი ?
ვისია ბაგე,
შენი ღიმილი ვის ვერ წავართვა,
ვინ ვერ შეაქე ?
ვისუნდა ახლა შენი ნებარა?
რომ ვერ თქვას ,, აგი ''
იგის რომ ასე არ დაებადა
და არ დალაგდი,
დალაგებული, ოთახიდან ასე გავალ და
დაულაგებელს ამ სამყაროს ასე ვალაგებ ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები