რა მაქვს დასამალი - ვაღიარებ, რომ დარდს კვირტებივით ვისხამ. მარტი არასდროს არ აგვიანებს, შენ - ვინც აგვიანებს, ის ხარ.
გარეთ საღამოა ნამიანი, მე ამ ბოლოს ვებრძვი ლოდინს. ცრემლი არასდროს არ აგვიანებს, შენგან განსხვავებით - მოდის.
ეს უშენობაც ვერ დავიამე - რაღაც, ფილმის მძიმე კადრი. უფრო სწორად, კი არ აგვიანებ, მარტი დადგა ცოტა ადრე.
რა მაქვს დასამალი - ვაღიარებ, რომ დარდს კვირტებივით ვისხამ. მარტი არასდროს არ აგვიანებს, შენ - ვინც აგვიანებს, ის ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|