ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2021


* * *

ვიკავებ სუნთქვას,
ქარი რომ.ჩადგეს,
ქარი რომ ჩადგეს
ვიკავებ სუნთქვას,
და თეთრ მთვარეში
მინდა რომ ჩანდეს,
ჩემს შემოხედვებს
რაც ვეღარ უთქვამს,
მზერაში მთელი
ბავშვობა ჩადნეს,
და ფოთოლცვენის
შრიალი წუხდეს,
მე ვგავარ ალბათ
ლექსების ჩამდეს,
შენ ალბათ ჰგავხარ
ჩიტების ბუდეს,
ნაირნაირი ფერები
დამდევს,
ჟრუანტელებმა ტანი
გაქურდეს,
პოეტი ალბათ ჩიტივით
აფრენს,
და ეძებს,
ყვავილნარევთა ბუდეს,
ვიკავებ სუნთქვას,
და ასე აპრილს,
ვიკავებ სუნთქვას
და აპრილს ვუძლებ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები