სიზმრად ვნახე წუხელ ტაო, ტაო - ჩვენი საქართველო, ჰოი, როგორ მინდა დაო ტკივილები გავამრთელოთ.
მტკივა, როგორც სამაჩაბლო, მტკივა, როგორც აფხაზეთი, ვცდილობ: არ გადავაჭარბო სათქმელს... შემწედ გვყავდეს ღმერთი.
რა რთულია ხვედრი ერის, ვართ ცრემლებით დანამული, მსურს ვიხილო ბედნიერი ჩვენი მიწა და მამული.
სიზმრად ვნახე წუხელ ბანა, ბანა - ძველი საქართველო, ზურგში ჩასცა ბედმა დანა, მინდა წყლული გავამრთელოთ.
დრო - დროს, დღე - დღეს, თვე - თვეს მისდევს, აღარ ხარობს ბაღში ნუში, თუმც მწამს: შეგვეწევა ქრისტე მშობლიურის სიყვარულში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. "ბებერი ტაო..." აგხდენოდეს კეთილად. "ბებერი ტაო..." აგხდენოდეს კეთილად.
3. მადლობა, ვეცდები გადავეჩვიო. მადლობა, ვეცდები გადავეჩვიო.
2. კარგი სიზმარია, ოთარ, მაგრამ ჩვევა გაქვს არც ისე კარგი, ნაწარმოების კომენტარში გადმოტანის. ვისაც არ უნდა არც აქ წაიკითხავს, არც იქ. კარგი სიზმარია, ოთარ, მაგრამ ჩვევა გაქვს არც ისე კარგი, ნაწარმოების კომენტარში გადმოტანის. ვისაც არ უნდა არც აქ წაიკითხავს, არც იქ.
1. ოდა ტაო-კლარჯეთს
მიყვარხარ ტაო-კლარჯეთო, სიზმარში ხშირად გნახულობ, გული სიამით მევსება ჩემო ოშკო და ხახულო.
ისევ აოცებთ მნახველებს, მე ესეც მყოფნის საკვეხნად, დიდება იმათ სახელებს, ვინც აღგაშენათ ამქვეყნად.
ეს არის-რაც დაგვრჩენია, არც გვინატრია სხვა ბედი, ჩვენია... მხოლოდ ჩვენია იშხანიც, ხანძთაც, შატბერდიც.
მეც მხიბლავს ტაო-კლარჯეთი, თუნდაც სიზმარში ნახული, გვწყალობდეს სალოცავები და ღვთისმშობელი ხახულის.
ოთარ რურუა ოდა ტაო-კლარჯეთს

ოთარ რურუა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|