მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2021
მონოლოგი საკუთარ თავთან
არის დღეები, გვიანობამდე უნდა იძინო,
ზმორებით მოკვდე...
გამორთო ტელეფონი.
მაღვიძარა.
დალიო უშაქრო ყავა.
მოწიო რამდენიმე ღერი პაპიროსი.
დაათვალიერო ძველი ფოტოები.
ჩაასწორო ბოლოხანს დაწერილი ტექსტები.
შეიარო ტოტალიზატორშიც.
უყურო ფილმებს.
წაიკითხო საპირფარეშოში.
იხეტიალო უმიზნოდ.
უსმინო სტრავინსკის.
ითამაშო ბანქო.
ფეხბურთი, თუნდაც კომპიუტერში.
არ დაივარცხნო თმა.
არ გაიპარსო წვერი.
არ იპკურო სუნამო.
ახვიდე მამის საფლავზე.
იტირო.
იცინო.
იტირო.
გაიხსენო.
იტირო.
წამოხვიდე.
გაგეცინოს.
დაანთო სანთელი.
მოხვიდე სახლში.
ჩართო ტელეფონი.
ნახო გამოტოვებული ზარები.
გამორთო.
დალიო ჩაი.
დაწვე.
დაიძინო.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
:)
:)
გიგო ამრა.
2021-04-10 11:20:08
1.
გამორთვის ამბავია.
გამორთვის ამბავია.
jonatan livingstoni.
2021-04-10 01:50:52
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
28.04.2026 20:57:09