ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ედემ ლაკადელი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2021


ეს მოგონება თვით სიცოცხლეა

ეს მოგონება თვით სიცოცხლეა
სინამდვილეა არამც მოეთი
და მისი ხილვით დამრჩა ძვირფასი
ღამის შედევრად ლექსი-მომენტი.
ჭეშმარიტების ძებნით დაღლილმა
ეძიეთ სული, სული პოეტში
ღმერთმა წყალობად ლექსი უბოძა,
მუზის სიწმინდით წამის მომენტში.
ითქმის სიმართლე ხილვის შედეგით,
რომ იარსებებს ღამის შედევრი,
არც ლირიკაა და არც სატირა,
მე ეს სამყარო ლექსმა შემაცნო
და ამ სამყარომ უფრო მატირა.
ენთოს სანთლები, იყოს სიწმინდე
იყოს ფიქრები, დარჩეს სონეტი.
ბოლო შეხვედრა, ტაში მქუხარე,
როგორც "მემენტოს" ჩემი მომენტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები