 | ავტორი: კარი ჟანრი: პოეზია 12 აპრილი, 2021 |
ჯერ არ მოსულხარ, მიდიხარ უკვე ბევრჯერ ტკივილი გამოგივლია სერაფიმებთან ეჩვევი თამაშს ახლოს იდექი, ნუ გეშინია
არავინ არაფერს გავნებს მე, ვიცი! ზეციურ დარაბს გადმოაბიჯე. შემორკინული გალია გასჭერ, გასჭერ, ნაღველი ამოანთხიე
მე მეძახოდნენ მკვდარსა და ბოროტს როცა სიწმინდე იყო ის ხვედრი რომელსაც გვერდი ვერ ავუქციე ვერ ავირიდე ქვესკნელის მდედრი
ჯერ არ მოსულხარ მიდიხარ უკვე საკურთხეველთან მუხლებს იგლიჯავ მე კი, ასეთი ცხოვრებით შეშლილს კანიდან ისევ ზიზღით მიგლიჯავ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|