 | ავტორი: ჯოანა ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2021 |
შიშის დიდი თვალები აქვსო, შიშის ყორანს ყვითელი ჰქონდა, არც ისე დიდი, მაგრამ საშიში (შიშს სხვაგვარი ვერ ექნებოდა) მოფრინდებოდა ყოველ დილით ჩემს სარკმელთან და სულ სათთითაოდ მიკენკავდა ხერხემალზეღა შერჩენილ სიმშვიდის უჯრედებს. მის მოსვლას მთელი სხეულით ვგრძნობდი და სანამ ჩამოწვებოდა ყორნის სიშავე, საგულდაგულოდ ვუმზადებდი საუზმეს მისთვის გადანახულ სიმშვიდის მარცვლებს. ეს მოლოდინი უფრო რთული ყოფილა ვიდრე ოდესმე წარმომედგინა, და ეს ცხოვრება ისეთი შეუსაბამოებით სავსე, როგორც ბავშვთა ონკოლოგიურ განყოფილებაში ცისფერი კარი და მასზე მიკრული ვინი პუჰის ყვითელი სტიკერები. ეჰეი, ვინი პუჰ, საყვარელო დათუნია, რამ მიგაწება ამ სევდის კარზე. შენი ადგილი გაშლილი მინდვრებია და თაფლით სავსე ხეები. მხიარულობა, სიცილ-კისკისი. რა გაძლებინებს, რა გაიძულებს ამდენი თვალების ცქერას, ჩამქრალი ციცინათელების, უფრთო პეპლების, ჩაფუშული ბუშტების, დაკარგული ფრანების. ტკბილო დათუნიავ, როგორ გაუძელი კარების მიღმა გულების ფეთქვას, იმედის ბჟუტვას, ვაითუ ჩაქრეს. სულს უბერავდნენ ციცინათელებს და თან მზერა შენზე მოჰყინვოდათ. ოდესღაც ყვითელი, მხიარული დათუნია... ახლა კი მხოლოდ ჟრუანტელია და შიში. და ეს ყორანიც როგორ შემომიჩნდა, ქვის კოშკში გამოკეტილს. ჩემი სარკმლიდან მხოლოდ ცა მოჩანს ისიც ღრუბლებითა და მეტეორებით სავსე, კოსმოსის ნაგავი. როგორ ელავს ღამღამობით და უსასრულობაში არსებულ ციცქნა წერტილზე ქვის კოშკის გოგოს, თავადაც ქალქვას გულს როგორ უსერავს. მერა რაა რომ ყორანმა მაინც მომაგნო, მერე რაა რომ ცასთან ახლოს ვარ. ქვის კოშკის აივნებზე იმედის ნიადაგში, სიმშვიდეს დავთეს. და ყოველ დილით, სანთლის ანთებისას შიშის ყორანს შეეშინდება. შემპირდება რომ აღარ მობრუნდება, იქ სადაც ვინი პუჰი სხვანაირი ახსოვთ და უყვართ. ციცინათელების გაქრობისა რომ არა სჯერათ, ღამღამობით ნაცვლად მეტეორების გაელვებისა, სულ მოუთქმენლად ელიან, იქნებ ერთი მაინც, სულ ერთი ცალი რომ აელვარდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. როგორი მტკივნეული თემაა. კარგი შესრულებით. როგორი მტკივნეული თემაა. კარგი შესრულებით.
1. მგონი, იმ ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანა" ჰქვია :(
როგორი ემოციური იყო.
მგონი, იმ ჰოსპისს "ციცინათელების ქვეყანა" ჰქვია :(
როგორი ემოციური იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|