 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2021 |
„რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი“, თოვლიც რა უცებ დამდნარა, მზისაგან ნაამბორალი... კარზე მოგვადგა აპრილი, შლეგი და საელეგიო, მთვარე-უჩინო კაპრალი, ცაზე ვარსკვლავთა ლეგიონს უმზერდა, ხანაც ცალთვალა, ხანაც სავსე და პირბადრი, დილამდე მზემაც აცალა ყოფნა და ვიდრე ვიბანდით პირს-მზესთან ერთად ბავშვები, მზემ ირგვლივ ცეცხლი დაანთო, გალობდნენ უფლის შაშვები, ბიჭმაც გოგონას გაანდო: რაფერ, რარიგად უყვარდა, რაფერ, რარიგად ნატრობდა, მზე მის გარშემო ბრუნავდა, აპრილშიც აღარ გათოვდა, მას მერე წლები გავიდა, ზღვარი არ ჰქონდა მოლოდინს, ყველაფერს ვიწყებთ თავიდან და ვიმეორებთ ბოლოში: „რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი“, თოვლიც რა უცებ დამდნარა, მზისაგან ნაამბორალი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან, ძალიან მომეწონა! მართლაც „რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი“, ძალიან, ძალიან მომეწონა! მართლაც „რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი“,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|