 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 15 აპრილი, 2021 |
2 თომა პირველი მრეცხავია, მართლაც მარცხენა სანაპიროზე, თომას იცნობს იმდენი მძღოლი, მხოლოდ მათ გამო შეიძლება ღირდეს გაცდენად ყველა სხვა საქმე-უქმეებზეც, შვილი და ცოლი არა ჰყავს თომას, სახლში მხოლოდ დედა თუ ელის, მის ჭაღარასაც შიგადაშიგ შეღებავს ინით... ამბები დადის, თომას აქვსო ისეთი ხელი, გარეცხვის შემდეგ ემსგავსება მანქანა ვინმე ფერმწერის ტილოს, ვთქვათ, დეგასი ანდა მონესი, მოკლედ რომ გითხრათ, უნდა გქონდეს, თომას იმედი, ზოგჯერ სადილად ჰყოფნის პური-მაიონეზით, ზოგჯერ ფინჯანი ყავისთვისაც დროს ვერ იმეტებს. სახლამდე თომა ფეხით მიდის, არ ჰყავს მანქანა, სასაცილოა, უფრო მეტად, ირონიულიც... ვისთვის ტრანსპორტი, ვისთვის ნივთი, ვისთვის საგანი, ვისთვის უბრალოდ გატაცება და ქრონიკული მოთხოვნილება, ყოველ ჯერზე მანქანა ცვალო, როცა გაქვს კარგი სამსახური, კეთილდღეობაც ან შემოსავლის სტაბილური, ურყევი წყარო ან სულაც მდიდარ მშობლებისგან მემკვიდრეობა, თომას კი სახლში, თომას მხოლოდ დედა თუ ელის, მის ჭაღარასაც შიგადაშიგ ინით შეღებავს... ამბები დადის, თომას აქვსო მოქნილი ხელი, თომას კი უყვარს მხოლოდ სახლის კარის შეღება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა, პაატ <3 მადლობა, პაატ <3
3. გიო, აქაც აღვნიშნავ, რომ რაც კაია, კაია! გიო, აქაც აღვნიშნავ, რომ რაც კაია, კაია!
2. დათო, მადლობა! <3 აუცილებლად გავაგრძელებ, თუ მეგობრები ასეთი შეფასებით სტიმულს მომცემენ :) თავისუფალ დროს პირველი ნაწილიც ნახე, მალე მესამეც იქნება, დანარჩენი ვნახოთ :) დათო, მადლობა! <3 აუცილებლად გავაგრძელებ, თუ მეგობრები ასეთი შეფასებით სტიმულს მომცემენ :) თავისუფალ დროს პირველი ნაწილიც ნახე, მალე მესამეც იქნება, დანარჩენი ვნახოთ :)
1. მონესი - მაიონეზი... ძალიან მაგარია! :) ლექსიც არაჩვეულებრივია და ფინალიც საოცარი აქვს, ბრავო, გიო! მონესი - მაიონეზი... ძალიან მაგარია! :) ლექსიც არაჩვეულებრივია და ფინალიც საოცარი აქვს, ბრავო, გიო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|