ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაატა6891
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2021


sms

ხანდახან ამოწმებდა
ორნომრიან ტელეფონს.
ისე ენატრებოდა sms-ის მოწერა -
ვინ რა გამოუგზავნა,
ან ვისგან რა მოვიდა...
მერე თვალებს სისველე
მინასავით მოწმინდა.
მონატრების ზმნებით წერს.
(არაფერი ახარებს).
თავის პირველ ნომერზე,
იმ მეორე ნომრიდან
sms გაგზავნა
და იმ წამსვე მოვიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები