 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 19 აპრილი, 2021 |
რაც დრო გადის, ვაჟას კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე აქამდე ვაფასებდი. გარდა პოეზიისა და პროზისა, ვაჟას ფილოსოფიური ნარკვევებიც აქვს, რაც უფრო მეტად ამაღლებს ჩემს თვალში, როგორც რიგითი მკითხველის.
2011 წლის 25 იანვარს მივუყვებოდი ჩარგალში ვაჟა-ფშაველას ნაკვალევს ჩემს დეიდაშვილ თეიმურაზ ბერიძესთან ერთად და თან ვაჟას სიტყვებს ვიმეორებდი გულში:
„ნეტავ თუ დაგვიფასდება ქართველთა შვილებს ამაგი?!“
დაგვიფასდება, აუცილებლად დაგვიფასდება! სხვანაირად არც შეიძლება, ჩვენ ხომ რაზიკაშვილების მშობელი ერი ვართ!
ჩემი დეიდაშვილი - თეიმურაზ ბერიძე ვაჟა-ფშაველას ჯიშ - ჯილაგიანი ქართველია, განსაკუთრებულად უყვარს ვაჟას შემოქმედება, აქვს შესანიშნავი კალიგრაფია. სკოლაში სწავლის პერიოდში კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა.
დავუბრუნდეთ ისევ ვაჟას... ვაჟა-ფშაველა სულ სხვა განზომილებაა, სხვა ფენომენია! მის ნაწარმოებებს ლოცვასავით ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ, რომ უფრო მეტად შევიგრძნოთ სიღრმე და სიდიადე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, სიტყვის ძალას! ვაჟა ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა სიმართლეს, როცა მამათა და შვილთა ბრძოლა მიდიოდა! მიკვირს წიგნებში როგორ ეტევა ლუკა რაზიკაშვილის გენია!
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ისევ მივყვები ვაჟას ნაკვალევს
ისევ მივყვები ვაჟას ნაკვალევს, ჩემშიც ცოცხლობენ გმირები მისი, ვიდრე ლექსებს ვწერ ჩამქრალ ვარსკვლავზე - მიყვარს ჩარგალი, როგორც თბილისი.
ისევ მივყვები ვაჟას ნაკვალევს, შორს არწივების ვხედავ საბუდარს, კვლავ იზრდებიან ფშავის არაგვზე ლელა, აღაზა, ზეზვა, ალუდა.
გულში ჩაესმით ხმები ჩანჩქერთა, ვით სიმღერები გარიჟრაჟული, რაზიკაშვილის ჯიშ - ჯილაგიანთ მსურს დავულოცო მთების ნაჟური.
ოთარ რურუა ......................................................................................................................................... ფშაურ მოტივზე
„აღარც ხინკალი ჭიხვინებს, არც ხინკალივით შაირი. მთაო, ერთხელაც აკურთხე კაი ყმა ვაჟასნაირი“.
შოთა ნიშნიანიძე
ვარ თვით კაი ყმის ქვეყნიდან, მიყვარს ფშაური ხინკალი. შაირი ვუთხარ ჩარგლის მთებს, სურვილი მით მავიკალი.
ისე მიყვარან კოლხიდელს ვაჟასნაირი ფშავლები, რომ მათთან ჟიპიტაურსაც სიტყვის უთქმელად დავლევდი.
იმათ შემყურეს მსურს ვჭექო სიმღერა გარიჟრაჟული, ჯიხვის რქით დამილოცნია ვაჟაის მთების ნაჟური.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|