 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 22 აპრილი, 2021 |
კარდაკარ ხმებმა ჩაიარეს ჩემო სოფელო, რა უნდა მეთქვა. გზადაგზა ზიდეს წვრილი ყუნწები ნემსის, ძაფი რომ ვერ ეტევა, არც ხილი ება, ხიდან მოკრიფეს, გზიდან მოსხიპეს ყველა თვალი სხივი რომ ედგა, ლოდინის ფერად ააბრიალეს; პირქარს მოწყვიტეს შეძახილი - ,,ვაი მე დედა, ვაი მე, ძილი შენ ჩამქრალ თვალებს’’. ძაფის სიგრძიდან თაფლის ცრემლით შიში ამოდის, თითზე დახვევის ცოცხალი შიში. თუ არ იმღერეს გულის უხმო სართულებიდან, ვისი მოლხენა იქნება მშვიდი. ეზმორებიან შეპირებულ იმედებს წლები, აქ რა დამტოვებს, რა გამაჩერებს ერთმანეთის დაკარგვის თმენით, ქვაში გახიზნულ ტკივილს ვახრჩოლებ. ვიწყები როგორც გაფანტული - დილის სიზმარი, თითქოს ვნაყრდები, თითქოს დამყვება დანაკლისი ჩრდილის სიმაღლის და უხმაუროდ თითქოს ვმთავრდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მოგესალმებით :) მოგესალმებით :)
7. Sataurs rom shevxede, vifiqre ar momewoneba tqOo. Xoda wavikitxe da ese amixdes yvelaferi. Shen warmatebebi. Sataurs rom shevxede, vifiqre ar momewoneba tqOo. Xoda wavikitxe da ese amixdes yvelaferi. Shen warmatebebi.
6. კარგია, ძალიან თანაც... კარგია, ძალიან თანაც...
5. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
4. ნ-ი-კ-ი, მოგამზადებ თუ გინდა გილოს ლექსების გაგებაში :)) ასეთი რა აცრა გაგიკეთეს :))
თითქოს (გ)ამაღლებაა ამ ლექსის ბოლო.
ნ-ი-კ-ი, მოგამზადებ თუ გინდა გილოს ლექსების გაგებაში :)) ასეთი რა აცრა გაგიკეთეს :))
თითქოს (გ)ამაღლებაა ამ ლექსის ბოლო.
2. გამარჯობა.
მიხარია ამ ყველაფტის პერიოდულად შეხსენება :) გამარჯობა.
მიხარია ამ ყველაფტის პერიოდულად შეხსენება :)
1. მოგიკითხე გილო და წარმატებები გისურვე მე ისევ აცრილი ვარ შენს ლექსებზე, ხომ იცი, მაგრამ სამაგიეროდ შენზე არა :)
ყველაფერ კარგს გისურვებ მოგიკითხე გილო და წარმატებები გისურვე მე ისევ აცრილი ვარ შენს ლექსებზე, ხომ იცი, მაგრამ სამაგიეროდ შენზე არა :)
ყველაფერ კარგს გისურვებ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|