 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: პოეზია 25 აპრილი, 2021 |
მე შემიძლია, მარიამ, ათასი მუზა დავთმო, მაგრამ, ვაითუ ქმარი ან სულ ცოტა გყავდეს საქმრო? მე შემიძლია, მარიამ, მაგ შენს თითებზე ვწერო, თუნდაც წვიმიან-ქარიან ამინდში, როცა წერო, მერცხალი ანდა ბეღურა, დატოვებს თავის ბუდეს... მე მინდა დიდხანს გიყურო, მოვშალო ყველა ზღუდე, გავაქრო ყველა საზღვარი, შენი სასახლის კართან... წინ გაიხედე, რა ზღვაა, წინ გაიხედე, რა მთა! მე შემიძლია, მარიამ, შენთვის ეს ლექსი დავთმო... მაგრამ, ვაითუ ქმარი ან გაგიჯავრდება საქმრო?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მას შემდეგ თვალს ვერ მისწორებს ))) მას შემდეგ თვალს ვერ მისწორებს )))
3. მარიამმა რაო?))) მარიამმა რაო?)))
2. :))) ასე დაემთხვა, ირმ, ერთ კონსულტანტ გოგონას დავუწერე, ღმერთმანი, მარიამი ეწერა ბეიჯზე, თორემ ხომ, იცი, გურანდაზე და ფოტინეზეც შემიძლია იმასვქნა :)) :))) ასე დაემთხვა, ირმ, ერთ კონსულტანტ გოგონას დავუწერე, ღმერთმანი, მარიამი ეწერა ბეიჯზე, თორემ ხომ, იცი, გურანდაზე და ფოტინეზეც შემიძლია იმასვქნა :))
1. "მარიამებზე" იმათ წერონ, სხვა სახელზე რომ არ შეუძლიათ გარითმვა :)
"მარიამებზე" იმათ წერონ, სხვა სახელზე რომ არ შეუძლიათ გარითმვა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|