 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: იუმორისტული 28 აპრილი, 2021 |
დოლარმა თქვა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო, კურსი როცა დაუმძიმდა, ლარმა კითხვა შეჰბედაო: ერთი მითხარ, უმწვანესო განცდავ-სტაბილურობისო, კრიზისი მაქვს, უმწვავესი, ლამის თეთრიც გავასხვისო, რა ვიღონო, რით ვუშველო, მე, ამ ვალებს-საგარეოს? გააძვირეს ვერმიშელი, ყოვლად უთავმოყვარეო, უძლური და მყიფე გავხდი, როგორც ღერი ლერწამისო, არც გვირგვინი, აღარც ტახტი, აჩრდილი ვარ-კუპონისა, ჩაეცინა მაშინ ფრანკლინს, სჩანს პასუხი არ აქვს, არა... შეისწორა ბაფთა, ფრაკი, მერე თვალსაც მიეფარა, ლარს ესმოდა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო, საწყალს გული დაუმძიმდა და ვერარა შეჰბედაო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სულ ღიმილ-ღიმილით ჩავიკითხე სულ ღიმილ-ღიმილით ჩავიკითხე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|