| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 3 მაისი, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, უწინაც გრძელი ღამეების ვიყავ ერთგული, ღამით ხომ გზებიც უცნაურად იმოსებიან, მთელი ეს სივრცე ნარითა და გისოსებითურთ დავიზეპირე, როგორც ლოცვა, როგორც ოსანნა, ვგრძნობ, როდრიგოში პატიმარსაც ჭარბობს მგოსანი, ვიდრე სხვა ვინმე, სულ სხვა ფიქრით და მოწოდებით, მახსოვს ცხენებით სეირნობა, ტბა წოდორეთის, მახსოვს მზის ჩასვლა, გრილი სიო, ცა-მეწამული, როგორ ვეძებდით ბალახებში გიშრის ამულეტს, რომელიც ცხენით ჯირითისას ყელზე გეკეთა, მახსოვს კოჯორი, ტაბახმელა, მახსოვს კიკეთიც, ნეტავ იმ დღეებს, ჭრიჭინის ხმას როცა ვისმენდით, წყალს წაუღია ამულეტი, ტბები, ისინდი, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, უწინაც გრძელი ღამეების ვიყავ ერთგული...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რომელი ხარ?? პმ მომწერე :)) რომელი ხარ?? პმ მომწერე :))
1. საინტერესოა,ფეისზე მკითხველი გყავს,ლიტ პორტალზე კი არა საინტერესოა,ფეისზე მკითხველი გყავს,ლიტ პორტალზე კი არა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|