ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2021


დედა

დედა,
ცხოვრება ხმელი პურივით
მამტვრევს და ძირს მყრის,როგორც ნამცეცებს,
დედა,
ბედს ვტირი,
ხან ღმერთს ვუჩივი,
როცა არ მწყალობს ბედი არც ერთხელ...

ყველა გზა თითქოს უკვე მოჭრილი
მაქვს
და სიცოცხლეს ვეღარ ვენდობი,
რადგან ობოლი ბავშვის ქოხივით,
მენგრევა სული მე უღმერთობით...

ჰო ასეც ხდება,
ზოგჯერ ისე ვარ,
ვლოცულობ ხოლმე ჩურჩულით,
მაგრამ
როდესაც უნდა გადავიწერო
პირჯვარი -
თითებს ჯიბეში ვმალავ.

და ვარ ბავშვივით,
რომელიც თასმას
არასდროს უკრავს ფეხსაცმელს
რახან
ჰგონია
ამით დაახრჩობს
და მას,
აღარ უყიდის არავინ
ახალს...

ნეტავი იწვიმოს,იწვიმოს რაც არის.
ამაღამ ქუჩებში ქარი სულ მარტოა,
მე კი ვარ ოთახში და ვგავარ დაცემულ
ჯიბეებ დახეულ ღმერთსავსე მათხოვარს.

ვალაგებ ჩემს თავს ცივი თაროდან,
რომელსაც სისხლად ვერ შემოვაშრი.
და მე ჰო მიყვარს,
მაგრამ რატომღაც,
ვდებ ამ სიყვარულს სხვის ჩემოდანში...

დედა,
ცხოვრება ხმელი პურივით
მამტვრევს და ძირს მყრის,როგორც ნამცეცებს,
დედა,
ბედს ვტირი,
ხან ღმერთს ვუჩივი,
როცა არ მწყალობს ბედი არც ერთხელ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები