ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2021


ამოყვანა

ჩემი სისხამი სიტყვა
პლასტილინივით  ეწებება პირველობას,
ბავშვის თითებში მოქცეული
გამოძერწვის მიამიტური შედეგია,
რაც სულაც არ ნიშნავს მასზე წაპოტინებულის გადარჩენას,
არც მასში ჩაბუდებული უძრაობაა
გაკვირვების წინაპირობა.
ეს უფრო დილის გამამხნევებელ ვარჯიშს გავს,
აერობიკაში დაბანდებულ ცხოვრების ჯანსაღ წესს,
რომელსაც ვერ მისდევ,
თუმცა ეთანხმები და ეკრანიდან აკვირდები.
მისი გამტარი სხეულიდან
ჭირვეული შიშისკენ მიაცილებენ ერთმანეთს
დაღლილი ადამიანები
და საგულდაგულოდ შენიღბული სიფრთხილით
ფარფლებიანი წონასწორობა
ოქროს თევზივით ამოჰყავთ
გადაბიჯებულის თვალებიდან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები