 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 9 მაისი, 2021 |
ძაღლი ყეფს. მისდევს ქარავანს. გზად ჩემი მზეა მდუმარი. გზად ერთი ფირალი არ ავა. დარჩება დარიალის სტუმარი. მე ჩემი აფრა მაქვს სანიავო. ათას სიუჟეტით ვირევი. როგორც ამივლია, ავიარო მოლურჯო სანაპირო ირმების. მუნჯია მინდვრები სანადირო, იარაღს ვისხამ და ვილევი.
სავსეა კუმისი. ზოლიანი ჩვენი მტანჯველი, ნეტავ თუ გვიცნეს მოტივებმა, დიდმა მითებმა. წინ მიდევს სინამდვილის ანაცერი გული სავსე მთვარეზე მითბება. მხარი მწამს ახლოს, ზღვა სიყალბეში ერთი მარგალიტის მიგნება.
როგორ ვილაგამე გარინდება. ამაფეთქებელი და დამწველი. ჩემი სინამდვილე გაფრინდება, შენს სილამაზეს დანაწევი. ვიდრე ეს ავადმყოფის ჩივილია, ჩვენ კარგად ვიყავით და დავნაწევრდით.
აღარ მოწიოო, ექიმებმა, ვზივარ და ნერვებს ვინიავებ. დიდი ტკივილები მემუქრება, აბები, ფერი ვარ მილიარდი. ჩავჯდე და წყალს ვუყვე გამდინარეს, ისე ვილაგამე გარინდება. ჩემი სინამდვილე ამიხდება. ჩემი სინამდვილე გაფრინდება.
სავსეა სხეული ჭრილობებით და შიგნით ვიღაც იკუნტება. შენ რაღა გატირებს? მიობლდები? არა, შენ აქ ხარ და მიყუჩდება. არა, შენ აქ ხარ და მარტო სული ვრჩები მე. ყველაფერი გადარჩება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|