| ავტორი: ოპიზარიბექა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 10 მაისი, 2021 |
მასონიზმის არსებობის დამადასტურებელ ისტორიულ ფაქტად მიმაჩნია ისეთი კულტურული ძეგლების არსებობა, როგორიც უფლისციხეა. არსებობს ლეგენდა, რომ ყოველი აქ მომუშავე ადამიანი იღებდა წერაქვს, რომლის ერთი მხარეც რკინის იყო მეორე ოქროსი. მას შემდეგ რაც მუშა გაცვითავდა რკინის მხარეს, იგი მოიპოვებდა დანარჩენ ოქროს და ამასთან ერთად თავისუფლებას. მასონიზმის ძირითადი მოძღვრებაა, რომ ოქრო თვისუფლებაა, ქვა და რკინა მონობა. არსებობს ეჭვები, რომ მასონიზმი შეიძლება იყოს შეთქმულების თეორიის ნაწილი, რომლის მიხედვითც კაცობრიების პრივილეგირებულ კასტას სურს გაბატონება დანარჩენ ნაწილზე. რაც ამასთან დაკავშირებით მაქვს სათქმელი არის ის რომ, ნებისმიერი ეპოქის ღირებულება აისახება იმდროინდელ ისტორიულ არტეფაქტების საფუძველზე. მასონიზმის ისტორიულ არტეფაქტზე დაყრდნობით, როგორიც არის უფლისციხე მაგალითისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქვაბულის ტიპის საცხოვრებელი, ან ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მშენებლობის ეპოქა. ეს ფაქტი ისტორიაში ძალიან ჟღერადია, მაგრამ თავისი ღირებულებით წარმოადგენს პირველყოფილი ადამიანის საცხოვრისს, თუმცა თამარის ეპოქაში, რომელიც აღიარებულია ოქროს ხანად, შეიქმნა იგივე ტიპის ნაგებობა ვარძია. ამის საფუძველზე ვარაუდით შეიძლება ითქვას, რომ მასონიზმი დაფუძნებული იყო ოქროს ხანაში, თუმცა დაუდგენელია, კონკრეტულად რომელ დროს და ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამით იმის თქმა მსურს, რომ მასონიზმის ტიპის შეთქმულების თეორიით, რომელიც ქვის ხანის ტიპის აზროვნებაზეა დაფუძნებული თანამედროვე სამყაროს წინააღმდეგობას ვერ გაუწევ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|