| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 12 მაისი, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, უშენობასთან დავძმობილდი, კი არ შემძულდა, თუმცა დღეები, რაც დრო გადის, მეტად უმდება და მახსენდება დათოვლილი ლუგუსტრუმები, თებერვლის ბოლოს, თითქმის დაცლილ პუშკინის სკვერში, ჩვენ და შუახნის მამაკაცი, რომელიც გერშვინს ატრიალებდა ფირფიტაზე, წინ ედო ქუდი, ქუდის ფსკერიდან ძლივს მოჩანდა მცირედი ხურდა, რა იქნებოდა, გამოევლო ვინმე მეცენატს, შუახნის კაცის თვალებისთვის ერთად გვეცქირა, როცა ის ქუდი იქნებოდა პირთამდე სავსე, არ წავიდოდა დაღვრემილი, სხვა დღეთა მსგავსად, ცივი დღეები მენატრება, ერთად ვიგლოვოთ, წყალს წაუღია პუჩინი და რახმანინოვი, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, უშენობასთან დავძმობილდი, კი არ შემძულდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|