ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2021


ი.ჩ.

* * *
ცხოვრება,
ვისთვის მცირე მირაკლი,
ვისთვისაც დიდი,
სიმღერას ვყიდი,
როგორც ირაკლი,
შენ დაგახარჯავ ფულს...
* * *
პოლიტიკურად მშვიდი ვარ,
სექსუალურად მხნე,
ერთი, უბრალო მნე,
რომ გადათვალა შვიდივე
ღამე
და
მერე,
დღე.
* * *
ვგრძნობ, რომ იოლად მეჩვევი,
ისე, ვით თამბაქოს,
რთულია ალბათ შემჩნევა,
გულით რაც დამაქვსო...
* * *
თუ ყველაფერი ჩაივლის,
დაიმსხვრევიან თაღები,
ჩვენც შევეგუოთ ბედს,
ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს,
გადირეკს ნოემბრის ბაღები,
ნუ უსმენ ყველა ყბედს.
* * *
გადაგორდება ჭირი, ქოლერა,
გადაეცემა დღე-ანათემას,
როს წავალთ ომში,
მემახსოვრება შენი გოლერო,
როგორც გამხმარი ქრიზანთემა,
ბალმონტის ტომში...
* * *
იდგები დიდი, როგორც ხეოფსი,
დაელოდები არაფერს,
გადაახტები ქარაფებს
და თვალუწვდენელ, ვიწრო ბექობზე,
შემოდგები და გაგეღიმება...
შენ აფრენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები