ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ქაშიბაძე
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2021


ისევ

ისევ ამოვა მზე როგორც უწინ
ისევ ძველებურ დაუსტვენს ქარი,
ისევ იწვიმებს გადაუღებლივ
ისევ  დადგება ნათელი, დარი...
ისევ ფიფქები ვით მარგალიტი
ისევ სათუთად ჩამოთოვს მთებზე,
ისევ იმეფებს ჭექა-ქუხილი
ისევ იელვებს ჩემს ფიქრთა გზებზე...
ისევ იხარებს ბაღში ზამბახი     
ისევ რომ იფრენს ცად თეთრი მტრედი
ისევ ამოვა სავსე მთვარე და
ისევ იცურებს ტბის პირას გედი...

                                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები